მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

საქართველო The National Geographic Traveller Food Festival-ზე

news image

ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულფესტივალზე გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე უკვე მეორედ წარდგა. გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოდგენილი იყო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival-ზე. ჩვენ ძალიან კარგ ადგილას გვქონდა სტენდი წარმოდგენილი. ჩვენთან ერთად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პრეზენტაცია მოაწყო. ორი დღის განმავლობაში ერთობლივად გვქონდა ჩვენი ქვეყნის, ასევე ქართული კერძებისა და ღვინის პრეზენტაცია. ეს პროდუქტები ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ბრიტანეთი ჩვენთვის სამიზნე ბაზარია. ჩვენ ბევრად გავააქტიურეთმარკეტინგული კამპანიები, რაც პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ დაიწყო და აღსანიშნავია, რომ პირველ ორ კვარტალში 25%-იანი მატება გვაქვს ბრიტანეთის ბაზრიდან. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ცნობადობის გაზრდას და ინფორმაციის მიწოდებას ტურისტული პროდუქტის შესახებ, ასევე საქართველოში ბევრად მეტი ტურისტის მოწვევას“ - განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის ეროვნული სააგენტო.

„ამ გამოფენაზე ძირითადად მოგზაურობის, სამზარეულოსა და ღვინის მოყვარულები მოდიან, რომლებსაც აინტერესებთ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა. ჩვენი სტენდი ძალიან პოპულარული იყო. ჩვენ გვქონდა ორი მასტერკლასი ქართული ღვინის – სადაც გავაცანით სტუმრებს ღვინის ისტორია, ჩვენი ტრადიციები, ქვევრის მეთოდით ღვინის დაყენება. ძალიან დიდი იყო დაინტერესება, მოეწონათ კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინო. ეს ფესტივალი ძალიან კარგი პლატფორმაა, რომ გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა“ – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფ-მზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ქართველმა შეფ-მზარეულებმა ფესტივალზე ერთობლივად მომზადებული კერძებიც წარადგინეს.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა.
გასტრო ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ამ ფესტივალზე, რადგან საქართველოს აქვს საოცარი ისტორია. სამზარეულო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია – სუფრა, სადღეგრძელოები, სხვადასხვა სახის კერძები როგორც მთაში, ასევე ქალაქში – ამ ყველაფერს ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესანიშნავი ამბავი მოსაყოლი. საქართველო ისეთი ტიპის ტურისტული მიმართულებაა, რომელზეც ჩვენს მკითხველს უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ სურს მეტი გაიგოს“ – აცხადებს The National Geographic Traveller-ის კულინარიული რედაქტორი გლენ მათლი.

„ქართული სამზარეულო მართლაც საოცარია, გამოირჩევა გემრიელი კერძებით. ძალიან მომეწონა თბილისი. საქართველოში დავესწარი ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასებს, შემდეგ ლონდონში დავბრუნდი და მე თვითონ მოვამზადე – მართლაც შესანიშნავი კერძებია. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში – თბილისში, ბათუმში და სხვა ლამაზ ადგილებში“ – ამბობს ფესტივალის მონაწილე შაი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა