საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin მონაწილეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
სხვა სიახლეები
Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია
03.03.2026.16:02
საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.
“m&i Transatlantic Vienna 2026”-ის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია მონაწილეობდა. ფორუმზე ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.
ფორუმის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.
“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე გამართული შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტურისტული მიმართულებები და ორგანიზაციები შეაფასეს. საერთაშორისო წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო.
“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალით, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობით.