მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე - სულხან თამაზაშვილი

news image

ბათუმში, აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია - „მაგნოლია 2025“ გაიმართა. დაჯილდოების ფარგლებში, წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო.  სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

„აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია არის ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებების სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ეს შედეგი მიღწეულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით. სწორედ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიური შრომით ჩვენს რეგიონს სტუმრებისთვის გამორჩეულს ხდის. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, ხოლო თითოეულ მონაწილეს - ხარისხზე და სტუმართმოყვარეობაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი და მიზანმიმართული შრომით ჩვენ არა მხოლოდ გავაძლიერებთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, არამედ ტურიზმს ვაქცევთ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად, რაც პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე,” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ჯამში 10 ნომინაციაში ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობის და შეფასების მქონე განთავსებისა და კვების ობიექტები, გიდები და ტურისტული სააგენტოები გამოვლინდნენ. ასევე, გაიმართა საპატიო ტურიზმელების დაჯილდოება და ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელების გადაცემა.

„მაგნოლია 2025” აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მინისტრთა კაბინეტის და მთავრობის წევრები, ასევე, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

20.02.2026.09:49

„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა