საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს - მაია ომიაძე
საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ მედიას ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ განაცხადა.
„10 დღეში ერთხელ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროზე ამოწმებს 9 სადგურიდან აღებულ წყლის სინჯს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ წყლის ხარისხი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სტანდარტებს აკმაყოფილებს და საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
მისივე თქმით, ტურისტების დაინტერესება საქართველოსთან მიმართებით მაღალი იქნება.
გალტ & თაგარტის შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16.0%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, კი 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+48.8% წ/წ).
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გარემოს სამინისტროს ცნობით, უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად ზიანმა 1.2 მილიარდი ევრო შეადგინა.
6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, შავი ზღვის დაბბინძურების საფრთხე გაჩნდა.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.