მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

news image

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 5.3%-ით მეტია. აღნიშნულია შეახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ  ყველაზე მაღალი დატვირთვა ივლისის თვეში (70%) დაფიქსირდა. ტრადიციულად ყველაზე მაღალი დატვირთვით ივლისი-სექტემბრის თვის პერიოდი ხასიათდება.

2024 წელს განთავსების ობიექტების რაოდენობა საგრძნობლად, 49.8%-ით,   გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. STR Global-ის მონაცემებით, განთავსების საშუალებათა გაზრდილი მიწოდების  პირობებშიც კი საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროები  53.1%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.

2025 წელს სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს HSC Group Hospitality - დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.


"ჩვენს სასტუმროებში წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა დატვირთულობისა და საფასო პოლიტიკის კუთხით. 2023 წელს 2024 - თუ შევადარებთ, დატვირთულობა გაიზარდა საშუალოდ 8-10%-ით, ხოლო ფასების აწევა შევძელით 15%-მდე ნიშნულით. 2023 წელი საშუალოდ 65% გვქონდა, რაც შეეხება 2024 - , გადავაჭარბეთ 70%-იან დატვირთულობას. 2025 ში გვაქვს მოლოდინი რომ 75% "ოქუფანსის" დავდებთ გაზრდილი ფასებით. 2024 წელთან შედარებით, 2025 ში ფასები 10% ით გავზარდეთ და ამ ტენდენციას ვინარჩუნებდით კოვიდის შემდგომ ყოველ მომდევნო წელს. გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი და თებერვალი თბილისისთვის ყველაზე დაბალი სეზონის ყველა ცუდი თვეებია, ამჟამად ვიმყოფებით 45%-55% დატვირთულობის ფარგლებში, რაც 3-5% ით მეტია 2024 წლის იანვარ - თებერვალთან შედარებით. საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია ბრენდული სასტუმროების სანომრე ფონდზე მოსული დატვირთვა, მზარდია ასევე გამოცხადებული ფასებიც. უახლოეს მომავალში, საქართველოში, 15-მდე საერთაშორისო ბრენდი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, რაც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს ინვესტორებისა და ასევე ბრენდების მხრიდან. თუ 10-15 წლის წინ რომელიმე ბრენდის შემოყვანა დაკავშირებული იყო საკმაოდ კომპლექსურ მოსამზადებელ კვლევებსა და სამუშაოებთან და თან ახლდა უამრავი რთული ნაბიჯი, დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, რადგან ქვეყანამ ტურიზმის მიმართულებით თავი კარგად გამოაჩინა და თითქმის ყველა ბრენდისთვის საინტერესო ლოკაციად მოინიშნა მსოფლიო რუკაზე",-აცხადებს HSC Group Hospitality - დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა