მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ისტორიული მოვლენაა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ easyJet - ი, პირველად ისტორიაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევიდან პირდაპირი რეისი შეასრულა.

 

„პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ გრძელვადიანი და კომპლექსური მოლაპარაკებები და ძალიან სასიხარულოა, რომ მისი წარმატებით დასრულება შევძელით. შედეგად უკვე ვუმასპინძლეთ ავიაკომპანიის პირველ ფრენას ჟენევა - თბილისის მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  მარიამ ქვრივიშვილმა.  

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ პირველი რეისი ფაქტობრივად 100 - პროცენტიანი დატვირთულობით შესრულდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსადმი მოთხოვნა უკვე არსებობს.

 

„ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ავიაკომპანია easyJet - თან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ და გავზრდით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ავიაკომპანიასთან ერთად," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet - ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს ჟენევიდან 31 მარტიდან, ლონდონიდან და მილანიდან კი 1 აპრილიდან კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს

13.11.2026.10:18

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.

სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.

პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.

ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა