მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

საქართველო ევროპელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ და მათ ვიზიტებს ქვეყანაში ხელს უწყობს პირდაპირი ავიარეისები - ნინა კეკელიძე 

news image

ევროპა იყო, არის და დარჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და პარტნიორად, თავისი მრავალფეროვანი და განვითარებული კულტურით, - აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.

ნინა კეკელიძის თქმით, საქართველო ევროპელ ტურისტებს ძალიან მოსწონთ და მათ ვიზიტებს ქვეყანაში ხელს უწყობს ის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც ევროპის მრავალი ქალაქიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ხორციელდება. 

„ევროპის ქვეყნებს ძალიან მოსწონთ და უყვართ საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, არამხოლოდ დასვენებისთვის ასევე ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს და ადასტურებს ის სტატისტიკა, რომელიც თვიდან თვემდე მზარდია. იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს დიდ როლს თამაშობს ავიაციის სექტორი, რომელიც  პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, ახორციელებს. შესაბამისად, მოლოდინები გაქვს, რომ მზარდი  სტატისტიკა შევინარჩუნოთ და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივ ნაწილზე ვიფიქროთ, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტების რაოდენობა კარგია, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია ხარისხიანი, კმაყოფილი ტურისტების ვიზიტები. რათა საერთაშორისო მოგზაურს  ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების და მოგზაურობის სურვილი ისევ გაუჩნდეს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სერვისის მომწოდებლების, პირველ რიგში, ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევა. და შესაბამისად შემდეგ, გეგმებში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად მუშაობა“, - ამბობს ნინა კეკელიძე.

ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი არსებულ ჯავშნებზე დაკვირვებით აცხადებს, რომ შემოდგომის ტურიზმის მხრივ კახეთთან და თბილისთან ერთად მოთხოვნადია საქართველოს შავი ზღვისპირეთიც. 

„შემოდგომისთვის კვლავ იტვირთება შავი ზღვის პირა რეგიონი, თუმცა დომინირებს კახეთი გამომიდინარე რთველიდან და ღვინის ტურიზმიდან. საქართველოს ღვინის უძველესი ტრადიცია გააჩნია და ღვინის ქვეყნად ვართ მოხსენიებული და ეს უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესოა.  იტვირთება ასევე დედაქალაქი, იტვირთება ქუთაისი. რაც შეეხება ქვეყნებს თუ რომელი ქვეყნები გვსტუმრობენ, რა თქმა უნდა ევროპა და აზიის სხვადასხვა ქვეყანა. ჩინეთი საკმაოდ გააქტიურებულია, ასევე გააქტიურებულია ინდოეთი, ყაზახეთი,  ყირგიზეთი, მეზობელი ქვეყნები. ვფიქრობ. რომ სტატისტიკის შენარჩუნება და ხარისხის გაუმჯობესების ერთობლიობა ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს, როგორც შემოდგომის ისე ზამთრის ტურისტული სეზონისთვის“, - აცხადებს ნინა კეკელიძე. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა