სად გეგმავენ საქართველოს მოქალაქეები ზაფხულში დასვენებას - Go Tour-ი
საქართველოს მოქალაქეებისთვის ზაფხულში ტურისტული დასვენების მთავარ დანიშნულებად, ისევ თურქეთის საზღვაო კურორტები რჩება.
როგორც Business Insider Georgia- თან ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური განმარტავს, თურქეთი ტურისტებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, რაც მომხმარებლისთვის მიმზიდველია.
„ზაფხულში დასვენებისთვის აქტუალურია საზღვაო კურორტები და ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ყველაზე დიდი მოთხოვნა თურქეთის მიმართულებით ტურებზე ნარჩუნდება. თურქეთი ტურისტებს კომფორტულ პაკეტურ ტურებს სთავაზობს, რაც გულისხმობს პირდაპირ ფრენებს, ტრანსფერებს, კვების სრულ პაკეტსა და სხვა. ამიტომ ქართველებს მოსწონთ ასეთი პაკეტები, რადგანაც დამატებით სერვისებზე ფიქრი და ზრუნვა აღარ უწევთ“, - განმარტავს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, თურქეთის მიმართულებით ძალიან პოპულარულია ანტალია, კუშადასი და ბოდრუმი. რაც შეეხება პაკეტებს, 1 კვირიანი საშუალო დონის ტურისტული პაკეტის ღირებულება, 1 ადამიანზე, 2500-3000 ლარია, თუმცა ფასები სეზონის მოახლოებასთან და სასტუმროს დონის მიხედვით იცვლება.
„რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, დიდი მოთხოვნაა საბერძნეთზე და ევროპის სხვადასხვა მიმართულებებზე. განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, სადაც შესაძლებელია კომბინაციის გაკეთება: კულტურული და საზღვაო დასვენება. ამ მიმართულებით მოთხოვნადია მალტა, პორტუგალია, ესპანეთი.
მოთხოვნაა ასევე იტალიის სამხრეთ ნაწილზე, თორემ აგვისტოში რომს არ ირჩევენ, რადგანაც წესით საკმაოდ მაღალ ტემპერატურაა. ვისაც ევროპა სურს და აღარ უნდა თურქეთი ძირითადად კომბინაციურ ტურებს ირჩევენ“, - განმარტავს ნინო წიკლაური.
Go Tour-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ პაკეტური ტურები აქვს ეგვიპტესაც, ამიტომ ეგვიპტე პოპულარულობას ზაფხულიც ინარჩუნებს.
რაც შეეხება საზღვარგარეთ დასვენებას, როგორც Go Tour-ის ხელმძღვანელი აცხადებს, პაკეტური ტურები 30%-ით გაძვირდა, თუმცა ფასების ანალოგიური ზრდა დაფიქსირდა ავიაბილეთებსა და სასტუმროების სერვისზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.