მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

რომელი ახალი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება საქართველოში - ალექსანდრე კვარაცხელიას განმარტება

news image

თბილისში სასტუმრო AC-ს გახსნა იგეგმება. სასტუმროების Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-სა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე კვარაცხელიამ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“  განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა Four Points-ი. მისი თქმით, სტუმარ-მასპინძლობა ქართველი ხალხის სისხლშია და ბევრი საინტერესო რამის შეთავაზების საშუალება გვაქვს.
„საქართველო საინტერესოა იმითაც, რომ თბილისში უკვე მრავალფეროვნებაა. StarWood-თან შერწყმის შემდეგ გაიზარდა ჩვენი წარმომადგენლობა. უკვე გაქვს 5 Marriott-ი და დანარჩენი ფაიფლაინშია. ყველა სეგმენტი გვაქვს შევსებული. არის ლაქშერი, ჩვენ წარმოვადგენთ full service-ს , არის საბიუჯეტო  MOXY, ფაიფლაინშია თბილისში AC სასტუმროს გახსნა. 
როდესაც ჩვენი დეველოპერები ჩამოდიან ვუსვამთ კითხვას, არის კი საჭირო ამდენი Marriott-ი? კი მოთხოვნა დიდია, ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ შიდა კონკურენცია მაინც არის. გულწრფელი ვიქნები, ეს შიდა კონკურენცია არც თუ ისე მარტივია, რადგანაც იქაც იგივე მაღალი სტანდარტია. მაგრამ ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ იმდენად მოთხოვნადია საქართველო, ბრენდი იმდენად დიდი შესაძლებლობებს ხედავს, რომ ნელ-ნელა იწყებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. იმედია უფრო მეტი ბრენდი შემოვა, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ უკვე დაიძრნენ რეგიონებისკენ. 
საქართველოში უკვე შემოვიდა Four Points-ი. ხედავთ, რომ ბათუმი საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა. იმედია, რომ ბრენდი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შეკრებაზე, როცა საქართველოს რუკას შევხედავთ უფრო მეტი წერტილები გამოჩნდება. ბევრ Bonvoy პროგრამაში მყოფ უცხოელს ექნება საშუალება, რომ ჩამოვიდეს, ნახოს და კიდევ ერთხელ შეისწავლოს ბრენდი და როდესაც საქართველოს დატოვებენ უკვე სხვებს მოუყვნენ ჩვენზე და სხვა ქვეყნებს შორის უფრო ძლიერ ტურისტულ ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. სტუმარ-მასპინძლობა ქართველი ხალხის სისხლშია და ბევრი საინტერესო რამის შეთავაზების საშუალება გვაქვს“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, Marriott-ში შესაძლებელია იმის მიღება, რასაც სასტუმროსგან ელოდები, ესაა მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და იმის გარანტია, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდები. 
„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენს უცხოელ სტუმარს იღებ თუ სად გაუმასპინძლდები. ზოგჯერ საფასო პოლიტიკა აშინებთ, მაგრამ ქვეყანაში შემოვიდნენ სხვა ბრენდები და ესეც Marriott-ის დამსახურებაა.
Radisson-ი, Hilton-ი, Accor ჯგუფის სასტუმროები შემოვიდნენ ძალიან აგრესიულად. ჩვენ, Marriott უკვე დაფუძნებულები ვართ და თამამად ვიტყვით, რომ Tbilisi Marriott Hotel-ში იყო აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენთან დარჩა კონდოლიზა რაისი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და ყველა ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიოდნენ ჩვენთან ჩერდებოდნენ. 
ეს არის იმისი ხაზგასმა, რომ  Marriott-ში შესაძლებელია იმის მიღება, რასაც სასტუმროსგან ელოდები, ესაა მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და იმის გარანტია, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდები“, განაცხადა ალექსანდრე კვარაცხელიამ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა