მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

რომელ ქვეყნებში შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა

news image

Henley Passport-ის ინდექსით საქართველო რეიტინგში 50-ე პოზიციას იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პასპორტით შესვლა უვიზოდ 116 ქვეყანაშია შესაძლებელი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. უკეთეს, 49-ე პოზიციას ქართული პასპორტი მხოლოდ 2020 წელს იკავებდა. ქართული პასპორტის მფლობელებს ვიზა 111 ქვეყანაში შესვლისას მოეთხოვებათ.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის (ორდინალური) პასპორტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის შესახებ 

ავსტრია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

აზერბაიჯანი - *90 დღე;

ალბანეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ანდორა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ანტიგუა და ბარბუდა - 6 თვე;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღე; 

არგენტინა - 90 დღე;

ბარბადოსი - 28 დღე;

ბაჰამა - 3 თვე,

ბელორუსი*90 დღე კალენდარული წლის დასაწყისიდან კალანდარული წლის ბოლომდე

ბელგია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ბოსნია და ჰერცეგოვინა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ბრაზილია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ბულგარეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

გერმანია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

გრენადა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

დანია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

დომინიკის თანამეგობრობა - 21 დღე;

ეკვადორი - 90 დღე;

ესპანეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ესტონეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

თურქეთი - 90 დღე;

ირანი - 45 დღე;

ისლანდია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ისრაელი - 90 დღე 6 თვის განმავლობაში;

იტალია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში

კატარი - 30 დღე;

კვიპროსი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

კოლუმბია - 90 დღე;

ლატვია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ლიეტუვა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ლიხტენშტეინი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ლუქსემბურგი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

მავრიტიუსი (მავრიკი) - 90 დღე ნებისმიერ 360 დღიან პერიოდში;

მალაიზია - 30 დღე (ტურისტული მიზნით);

მალტა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

მოლდოვა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

მონაკო - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

მონტენეგრო - 90 დღე;

ნიდერლანდები - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ნორვეგია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

პანამა - 6 თვე; 

პარაგვაი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

პოლონეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

პორტუგალია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

რუმინეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

საბერძნეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

სან-მარინო - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

საფრანგეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

სენტ ვინსენტი და გრენადინები - 1 (ერთი) თვე;

სენტ კიტსი და ნევისი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

სენტ ლუსია - 90 დღე;

სერბეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

სლოვაკეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

სლოვენია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

სომხეთი *180 დღე ;

ტაჯიკეთი*განუსაზღვრელი ვადით;

უზბეკეთი*განუსაზღვრელი ვადით;

უკრაინა - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

უნგრეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ურუგვაი - 90 დღე;

ფინეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ფიჯი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ყაზახეთი*90 დღე;

ყირგიზეთი *90 დღე;

შვედეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

შვეიცარია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ჩეხეთი - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ჩილე - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ჩრდილოეთ მაკედონია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ხორვატია - 90 დღე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში;

ჰაიტი - 90 დღე.

ხოლო ინფორმაცია დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის შესახებ იხილეთ აქ: 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ოჯახური სასტუმრო რაჭის მყინვარების ხედით - „ჭიორა ინ“-ში აგვისტოსთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია

30.07.2025.16:00

სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა  შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.


„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს. 


„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო  შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები,  არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.


„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.

სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.


„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.

„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.


მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის. 


რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ. 

„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და  შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა