როგორია ვითარება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
ტავ ჯორჯიას მიერ წარმოებული აქტიური სამუშაოების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულდა. მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა. დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა უკვე დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის გათვალისწინებით იღებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს, ძლიერი თოვის დროს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. ტავ ჯორჯიამ, თავისივე რესურსებით აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა.
ამასთან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია ინტენსიურად ასუფთავებს ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას, რათა აეროპორტი მუდმივად მზად იყოს რეისების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გადაწყვეტილებით დღეს და გუშინ ბათუმში ფრენები არ სრულდება, აეროდრომი მაინც მუდმივ მზადყოფნაშია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.