როგორია ქუთაისი-მესტია-ქუთაისის ავიარეისების ივნის-ივლისის განრიგი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისი-მესტია-ქუთაისის ავიარეისების 2 თვის განრიგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ივნის-ივლისში ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 50 ლარია.
0-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 12 წლამდე - 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ივნისსა და ივლისში ფრენების განრიგი ქუთაისი-მესტია-ქუთაისის მიმართულებაზე ასეთია:
1-30 ივნისი:
ორშაბათი:
მესტია - ქუთაისი 10:50
ქუთაისი - მესტია 12:30
ოთხშაბათი:
მესტია - ქუთაისი 10:50
ქუთაისი - მესტია 12:30
1-31 ივლისი:
ორშაბათი:
მესტია - ქუთაისი 10:50
ქუთაისი - მესტია 12:30
ოთხშაბათი:
მესტია - ქუთაისი 10:50
ქუთაისი - მესტია 12:30
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.