როგორი მოთხოვნაა შარმ-ელ-შეიხის და ანტალიის ტურებზე - PEGAS Touristik Georgia
ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia 19 მაისიდან მსურველებს ანტალიის ტურებს სთავაზობს, რისთვისაც კომპანიამ სხვა პარტნიორ ტურისტულ სააგენტოსთან ერთად ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენები დაუკვეთა.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია აცხადებს, ანტალიის მიმართულებით ყოველდღიური ჩარტერული ფრენების შესრულება 19 მაისიდან დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
„მოთხოვნა ძალიან დიდია. ნაადრევი ჯავშნების მიღება იანვრის ბოლოდან დავიწყეთ“, - აღნიშნა PEGAS Touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა.
PEGAS Touristik Georgia ამ დროისათვის ინტენსიურად მუშაობს ეგვიპტის მიმართულებით ტურების რეალიზაციაზე. ირკვევა, რომ კომპანიის მენეჯმენტი ეგვიპტის ჩარტერებით კმაყოფილია.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, საქართველოდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელება 3 მარტიდან დაიწყო და ეგვიპტეში დასვენებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
თბილისს და შარმ-ელ-შეიხს შორის ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი ემსახურება და როგორც PEGAS Touristik Georgia-ს ხელმძღვანელი ამბობს, ჩარტერების პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს სრულდება.
რაც შეეხება ტურების ღირებულებას, მათი ფასი მომდევნო თვეზე 500 დოლარის ეკვივალენტი ლარიდან იწყება. „მთელი წლის ფრენების განრიგი უკვე გამოქვეყნებულია და გაყიდვაშია. ეგვიპტე ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურია, თუმცა პიკი მაინც ახალი წელია. ამ დროს ჩვენთან ძალიან ცივა და როცა ძალიან ცივა მიდიან თბილ ქვეყნებში. თუმცა ამ პერიოდში ფასები თითქმის გაორმაგებულია როგორც ავიაბილეთებზე ისე სასტუმროებშიც, მაგრამ დიდი მოთხოვნა მაინც არის“, - აცხადებს სალომე ბერაია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.