როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში და როგორია Castello Mare Hotel-ის დატვირთულობა
ციხისძირში მდებარე სასტუმრო კასტელო მარე • Castello Mare Hotel & Wellness Resort აგვისტოში სტუმრებს მრავალი ევროპული ქვეყნიდან ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა ზანდა მესხიძემ განაცხადა, აგვისტოზე უკვე ჯავშნები არსებობს შვეიცარიიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან.
„მიმდინარე პერიოდს თუ კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ დაახლოებით იგივე მაჩვენებლები გვაქვს. ივლისში სულ რაღაც 3%-იანი ზრდა გვიფიქსირდება. თუმცა, რომ ვთქვათ სეზონი აქტიურად დაიწყოო - არა. შარშანდელთან შედარებით გარანტირებული ჯავშნები გვაქვს პოლონეთიდან, რაც საკმაოდ კარგად აისახება ჩვენს სტატისტიკაზე, რადგანაც მინიმუმ 15 ოთახია ყოველდღიურად 1 კვირიანი ჯავშნით დაკავებული და ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ სტაბილურობას გვაძლევს. ასევე ვთანამშრომლობთ HotSale-თან, რომლის საფუძველზეც მუდმივად 20 ოთახია გარატირებულად დაჯავშნილი. ეს უფრო ქართული ბაზარია. სტატისტიკურად, რომ გითხრათ ჩვენი მომხმარებლების 55-60% ქართველი მომხმარებელია, შემდეგ მოდის პოლონეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და შემდეგ ადგილს უკვე ინაწილებენ დსთ-ს ქვეყნები: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, პერიოდულად ბელორისია“, - აცხადებს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე განმატებით 2025 წლის აგვისტოზე უკეთესი პროგნოზებია, ვიდრე 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებლები იყო.
„დადებითი ტენდენცია გვაქვს ევროპელი სტუმრებისგან. შვეიცარია, შვედეთი, გერმანია, ავსტრია - ეს საკმაოდ ისეთი ჯავშნებია ჩვენც რომ არ ველოდით. ივლისზე თითქმის იგივე სურათი გვაქვს და მხოლოდ 3%-იანი ზრდა გვიფიქსირდება, თუმცა თვე მაინც წინ გვაქვს და წინ გვაქვს 7-8 დღე. შესაძლოა სურათი შეიცვალოს.
აგვისტოზე იმედი გვაქვს, რომ შარშანდელთან შედარებით დატვირთულობა უფრო მაღალი იქნება, მაგრამ რამდენად მოლოდინები გამართლდება მაინც დამოკიდებული ვართ ამინდზე და სტაბილურ გარემოზე. როგორც კი ცუდი ამინდის პროგნოზია არის თხოვნები, რომ ჯავშანი გადაგვიტანოთ, ან გაგვიუქმოთ და ასე შემდეგ. დასასვენებლად როცა ზღვაზე მიდიხარ ამინდი მაინც მთავარი ფაქტორია. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშველობა აქვს“, - ამბობს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.
ზანდა მესხიძის განმარტებით, გარდა ღამისთევებისა Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის სტუმრები აქტიურად სარგებლობენ სპა მიმართულებებით.
„ღამისთევების გარდა ჩვენი სტუმრები აქტიურად იყენებენ სპა გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე ჩვენს რესტორნებს. ზოგადად სპა მიმართულება მაინც აქტიურია შემოდგომიდან, რადგანაც სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურები დიდი სიცხედან გამომდინარე ნაკლებად რეკომენდირებულია, მაგრამ მაინც ბევრი მომხმარებელია. სპეციალისტები თითქმის სულ დაკავებულები არიან და არ აქვთ თავისუფალი დრო. ვერ ვიტყვი, რომ ახლა მოთხოვნა არ არის, მოთხოვნა ნამდვილად არის“, - განმარავს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.
სასტუმროს მენეჯმენტი აქიურად ზრუნავს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის სტუმრებზე და ამისათვის სხვადასხვა სახის საღამოებს და ივენთებს აწყობს.
„გვაქვს სხვადასხვა აქტიური ღინისძიებები, 19 ივლისს ჩავატარეთ რეტრო წვეულება 80-90 წლების მუსიკაზე და ძალიან გაერთო საზოგადოება. 16 აგვისტოს გვექნება ლუდის ფესტივალი, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარულია ჩვენს სტუმრებში. ვცდილობთ, რომ ასეთი თემატური საღამოები მოვაწყოთ, ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ცოცხალი მუსიკა გვაქვს. გვაქვს ასევე ქართული და საერთაშორისო ცეკვები. გარდა ამისა „შვედურ მაგიდაზე“ დაგვემატა მასტერკლასები და ჩვენი სტუმრები თავიანთი ხელით ამზადებენ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს. გვაქვს ასევე მექსიკური საღამოები, როდესაც ბურიტოებს აკეთებენ ჩვენი სტუმრები თავიანთი ხელით.
მასტერკლასებში მინდა გითხრათ, რომ ქართველებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა უცხოელებისთვის ერთი სიამოვნებაა, როცა ხვდებიან როგორ უნდა მოამზადონ აჭარული ხაჭაპური, ან ხინკალი და თან ეცნობიან ქართულ კულტურას და კერძებს. თუმცა ეს მიმართულება ქართველებისთვისაც საკმაოდ საინტერესო აქტივობა აღმოჩნდა. იდეაში გვეგონა, რომ მხოლოდ უცხოელები დაინტერესდებოდნენ, თუმცა ქართველებსაც ძალიან მოსწონთ. საბავშვო ოთახში მუდმივად გვაქვს ძიძის სერვისი, რომელიც მშობლებისთვის ძალიან კომფორტულია, რადგანაც როცა თვითონ ირუჯებიან მათი შვილები საიმედო ხელში არიან.
მიმდინარე სეზონზე საკმაოდ მრავალფეროვანი აქტივობებია. გვაქვს ქართული ცეკვის მასტერკლასი, როდესაც უცხოელებს ვასწავლით განდაგანას ილეთებს და შემდეგ მერე თვითონ იმეორებენ და ცეკვავენ“, - აცხადებს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO
სხვა სიახლეები
ინდოეთიდან ჩვენ წელს მსხვილ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორისთვის - თამარ კვერნაძე
13.02.2026.12:07
„სილქ ჰოსფითალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელი თამარ კვერნაძე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბურ კამპანიას აფასებს, რომლის მიზანი საქართველოში მასშტაბური, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებების ჩატარებაა. თამარ კვერნაძის განცხადებით, უკვე ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებში ინდოეთიდან საქართველოში, წელს, მასშტაბური ქორწილი ჩატარდება, რაც კერძო სექტორისთვის მაღალი შემოსავლის მომტანია.
“მადლიერები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან. „სილქ ჰოსფითალითი“ დადებითად აფასებს ამ პარტნიორობის შედეგებს, რადგან საქართველო, თავისი უნიკალური ადგილებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით იძლევა შესაძლებლობას უმასპინძლოს ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებას. ინდოეთიდან ჩვენ წელს მსხვილ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორისთვის“ -აცხადებს „სილქ ჰოსფითალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელი თამარ კვერნაძე.
როგორც თამარ კვერნაძე აღნიშნავს, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება.
„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად უწყობს ხელს როგორც ევროპის, ასევე ინდოეთის ბაზრების განვითარებას, განსაკუთრებით ქორწილების მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაც დამატებით ხელს უწყობს რეგიონული ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენას. სტუმარმასპინძლობის ბიზნესი უკვე ხედავს ამ თანამშრომლობის შედეგებს და გვჯერა, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ქვეყნის ტურიზმის ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებაში“,-აცხადებს თამარ კვერნაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.
პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.
ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.