მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

როგორ ხვდება Crowne Plaza Borjomi ზაფხულის ტურისტულ სეზონს

news image

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯავშნების პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ ბორჯომში მდებარე სასტუმრო Crowne Plaza-ში. როგორც Business Insider Georgia-სთან Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ასისტენტმა ნინო ხაჩიძემ განაცხადა, მიმდინარე წელს სეგმენტი შეცვლილია და უმეტესწილად აქტიურობა ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ტაილანდიდან შეინიშნება, საიდანაც საქართველოს პირდაპირი ფრენები უკვე აქვს. 

„ჩვენს მაგალითზე მაისი იყო საკმაოდ პოზიტიური და არსებული ჯავშნების მიხედვით პოზიტიურია ივნისი და ივლისიც. წელს სეგმენტი მთლიანად შეიცვალა და ძირითადი დატვირთვა მოდის ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ტაილანდიდან. რაც შეეხება ევროპას, აქ მიქსი გვყავს და აქტიურობენ გერმანია და დიდი ბრიტანეთი“, - აცხადებს ნინო ხაჩიძე.

Crowne Plaza Borjomi-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის ფასები გასული წლის დონეზე არის შენარჩუნებულია და მთლიანობაში ზაფხულის მაღალ სეზონზე სასტუმროს ჯავშნების 40%-ი უკვე გაყიდულია. 

„ივლისი-აგვისტოზე უფრო ჭარბობს ინდივიდუალური ჯავშნები. ზაფხულის სეზონისთვის სასტუმრო თითქმის 40%-ით უკვე დატვირთულია. 

იმავდროულად, გააქტიურებულია ქართული სეგმენტიც და ამ მხრივ მაის-ივნისი უფრო კონფერენციებით ვართ დატვირთულები. ჩვენს მაგალითზე კორპორატიული სეგმენტი ძალიან კარგად მუშაობს“,- აცხადებს  Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ასისტენტი ნინო ხაჩიძე.

წელს Crowne Plaza Borjomi-ს სტუმრებს სიახლე დახვდებათ განახლებული მენიუს სახით.

„აქტიურად ვიმუშავეთ მენიუს მრავალფეროვნებაზე და ჩვენს სტუმრებს საკმაოდ მრავალფეროვან მენიუს ვთავაზობთ“, - ამბობს ნინო ხაჩიძე.

 Crowne Plaza Borjomi, რომელიც გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით პოზიციონირებს აქტიურად მუშაობს ამ სეგმენტის დაინტერესებაზე და მოზიდვაზე. 

„გამაჯანსაღებელი ცენტრიც აქტიურად მუშაობს და მზარდ ინტერესს იწვევს. ამ მიმართულებით მზარდი ტენდენცია შეინიშნება, განსაკუთრებით ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან ვიზიტორთა ნაკადი აქტიურად იზრდება.
ამ ინტერესის წასახალისებლად და პარტნიორული კავშირების გაღრმავების მიზნით, მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა და B2B ფორმატში გამართულ შეხვედრებში, რაც დადებითად აისახა როგორც ცნობადობის, ისე ტურისტული ინტერესის ზრდაზე.
განსაკუთრებული ინტერესია გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვთავაზობთ სამკურნალო სერვისებს და ადგილზე არ ტარდება ინვაზიური ჩარევები, ჩვენს გუნდში გვყავს კვალიფიციური ექიმი და ყველა პროცედურა მიმდინარეობს პროფესიონალის კონსულტაციის საფუძველზე.
ჩვენი ძირითადი ფოკუსია – გამაჯანსაღებელი ტურიზმი, რომელიც ითვალისწინებს სტუმრის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სტრესისგან განთავისუფლებას და სიღრმისეულ განტვირთვას.
ჩვენი მიზანია, რომ ვიზიტორმა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, აღიდგინოს ენერგია, შეიგრძნოს ბუნებასთან და საკუთარ თავთან ჰარმონია და დატოვოს სივრცე განახლებული, გაჯანსაღებული და შთაგონებული“, - აცხადებს ნინო ხაჩიძე. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „პარაგრაფს“ ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა

16.07.2025.16:35

პარაგრაფს ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა. სივრცე, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, აღმოაჩინოთ და მიიღოთ ახალი გამოცდილებები.
„შემოგვიერთდით ყოველდღე, რათა დატკბეთ ჰორიზონტის მშვენიერებით, შეიგრძენოთ ზღვის სიო - ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს მუსიკასთან და დატკბეთ შეკვეთილის მზის ჩასვლის ცქერით“,-
Horizon Paragraph . პარაგრაფის ჰორიზონტის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა