როგორ იცვლებოდა სასტუმროების ფასები ტურისტულ სეზონზე
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აგვისტოში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული.
2023 წლის აგვისტოში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი მცხეთა-მთიანეთში (7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი რაჭაში (-6.9%).
2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.6%-ით შემცირდა. 2023 წლის აგვისტოში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (11.9%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-12.6%).
2023 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 181 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 278 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა 130 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 542 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1055 ლარი შეადგინა, აჭარაში - 515 ლარი, თბილისში - 515 ლარი, ხოლო კახეთში - 837 ლარი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.