როგორ ემზადება Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის
სასტუმრო კასტელო მარე • Castello Mare Hotel & Wellness Resort ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან ციხისძირში მდებარე აღმასრულებელმა დირექტორმა ზანდა მესხიძემ განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე პოლონეთიდან უკვე აქვთ მყარი ჯავშნები და შესაბამისად წელს პოლონელი სტუმრების მოლოდინში არიან.
„მიმდინარე პერიოდისთვის რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ პოლონეთის ბაზარი გვემატება აქტიურად. თუმცა ჩვენთვის წამყვანი მაინც შიდა ტურიზმია, იმიტომ ძალიან ბევრი ქართველი სტუმარი გვყავს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათთვის ცალკე აქციები გვქონდეს. შესაბამისად სეზონზე აქტიურად გვეყოლება, როგორც შიდა ტურისტი ისე გარანტირებულად, კონტაქტის ფარგლებში პოლონელი ტურისტები. იმედი გაქვს, რომ ჩეხეთიდან ნაკადები გააქტიურდება. თუმცა ველოდებით, რომ ინდივიდუალური ჯავშნებიც საკმაოდ ბევრი იქნება, მოთხოვნებია სხვადასხვა ღონისძიებებზე“, - განმარტავს Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის წარმომადგენელი.
იმისათვის, რომ უფრო მეტი სტუმარი მოიზიდოს სასტუმროს მენეჯმენტი სხვადასხვა აქტივობებსაც აანონსებს.
„ვგეგმავთ სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი სტუმრებისთვის. ტრადიციულად გვექნება სხვადასხვა ტიპის წვეულებები და ფესტივალები. გვაქვს მოლაპარაკებები და შესაძლოა ანიმაციური ელემენტებიც შევმატოთ ჩვენს სასტუმროს.
მენიუ გახალისებულია. დატესტილია სხვადასხვა ახალი კერძი, რომელიც უკვე გამოჩნდება ახალ სეზონზე. იგივე შემადგენლობით და განახლებული ენერგიით დავხვდებით სტუმრებს. გვაქვს ასევე სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროგრამები, რომელსაც ჩვენ სტუმრებს შევთავაზებთ.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იქნება MICE ტურიზმი, თუ ინდივიდუალური ჯავშნები ვიყოთ კომფორტულები მომხმარებლისთვის“, - აცხადებს ზანდა მესხიძე.
2024 წლის სტატისტიკით Castello Mare Hotel & Wellness Resort -ის სტუმრების 70% ადგილობრივები იყვნენ. ირკვევა, რომ მეტი ქართველი ტურისტის მისაზიდად სასტუმროს hotsale.ge-ზე სხვადასხვა სახის აქციები აქვს ჩაშვებული.
„ჩვენ ძალიან ბევრ პლატფორმაზე გაქვს სასტუმრო გამოტანილი და სხვადასხვა კორპუსიც გაქვს და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ფასებს ლავირება გავაკეთოთ. Booking-ზე ქართველი არ ჯავშნის, რადგანაც მათთვის ძალიან კარგ ოფერი გაქვს ჩაშვებული hotsale.ge-ზე“, - განმარტავს ზანდა მესხიძე.
აღსანიშნავია, რომ hotsale.ge არამხოლოდ Castello Mare Hotel & Wellness Resort-ს ფასდაკლების ვაუჩერებს ყიდის, არამედ აღნიშნულ პლატფორმაზე ჯავშნების გაკეთებაცაა შესაძლებელი.
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი მდებარეობს ციხისძირში, საკურორტო ზონაში, სადაც ზღვა, ცა და ბუნება ქმნის ჰავის უნიკალურობას და დასვენებისთვის საუკეთესო გარემოს.
სასტურმო შედგება სამი განსხვავებული კორპუსისგან: "ვიქტორია," "დიანა," და "ალბა."
დღის ტოპ 10 სიახლე
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.