როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს - Financial Times
საქართველოდს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Financial Times სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს“. სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია კონცეტრირება მაღალმხარჯველ ტურისტულ სეგმენტზე და არა რაოდენობაზე.
„ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ისეთი მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ავთენტურობასა და კულტურას აფასებენ. ჩვენ ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას, სერვისს, ამავდლორულად ვინარჩუნებთ საქართველოს უნიკალურ მემკვიდრეობას, მრავალფეროვან ბუნებას, ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობას“,-აცხადებს მაია ომიაძე.
სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს გამორჩეული ბუნება და კულტურა: „არქიტექტურულად გამორჩეული თბილისის გარდა, საქართველოს აქვს შავი ზღვის სანაპიროები, თოვლით დაფარული მწვერვალები, მთებზე შეფენილი შუა საუკუნეების კოშკები და ციცაბო კლდეებში ნაკვეთი მონასტრები“.
როგორც Financial Times წერს, საქართველოში 2025 წლის პირველ სამ კვარტალში 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შედგა, რაც სექტორის შემდგომი ზრდის პოტენციალს წარმოაჩენს.
„2024 წელს ტურიზმის სექტორმა 4.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2023 წელთან შედარებით +7.3 %-ით მეტია“-წერს გავლენიანი გამოცემა.
როგორც ომიაძე აღნიშნავს, ეს არის დივერსიფიცირებული ტურისტული ეკონომიკის შექმნის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია.
„ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება ვრცელდება თბილისის გარეთ, მთის სოფლებიდან ვენახებამდე და ზღვის სანაპირომდე. საქართველო რეგიონებში აქტიურად ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურისა და პროდუქტის განვითარებაში, რომ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი უფრო თანაბრად გადანაწილდეს“,-აღნიშნავს მაია ომიაძე.
სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მეღვინეობის 8 ათასწლოვან ისტორიას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.
როგორც გამოცემა წერს, 2024 წელს, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც 565 მილიონი დოლარია და წინა წელთან შედარებით 24 %-ით მეტია.
„ბოლო 10-15 წელში, ქართულ მეღვინეობაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. შეგიძლიათ შეამჩნიოთ სტილის, ხასიათისა და ინდივიდუალური მეღვინეების მიდგომის უზარმაზარი მრავალფეროვნება. ერთი მხრივ, მეღვინეობა სრულად მოდერნიზებული და მომზადებულია ტრადიციული წარმოებისთვის, მეორეს მხრივ, ტრადიციული მეღვინეობა გრძელდება, რაც ჩვენი კულტურის ამ ნაწილს ცოცხლად ინარჩუნებს“, - ამბობს ქართველი ღვინის ექსპერტი ირაკლი ჩოლობარგია.
https://www.ft.com/content/8d3a12fe-7ec0-421c-8dd7-836f4e7ef21c?edit=true
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.