როგორ გახდა კომპანია RenewReach ქართული ბიზნესების აგენტური Ai ავტომატიზაციის ლიდერი - ინტერვიუ აკაკი ბარდაძესთან
RenewReach ეს არის თქვენი საიმედო პარტნიორი ინოვაციურ მარკეტინგსა და ხელოვნურ ინტელექტში. კომპანია RenewReach-ი საკუთარ მომხმარებლებს სრულყოფილ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომლებიც შექმნილია ბრენდის გასაძლიერებლად. კომპანიის სერვისები მოიცავს რეკლამის მართვას, დიზაინს, AI ვიდეოების წარმოებას, თარგეთირებას, ოპტიმიზაციასა და რეპორტინგს.
უფრო დეტალურად RenewReach-ის საქმიანობასა და გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს აკაკი ბარდაძეს ესაუბრა.
- რამდენი ხანია RenewReach ქართულ ბაზარზე ოპერირებს და რა სახის AI სერვისებს სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს?
- RenewReach ქართულ ბაზარზე ოპერირებს უკვე 1 წელზე მეტია. დღეს ვთავაზობთ აგენტურ AI სისტემებს, რომლებიც სრულად ავტომატიზაციას უკეთებს კომპანიების კომუნიკაციას —
ჩათ-აგენტები (Messenger/Instagram/Website) შეკვეთების/ლიდების დამუშავებისთვის, CRM + Google Sheets/Shopify/WooCommerce და მრავალი სხვა ინტეგრაციით (დამოკიდებულია დამკვეთის საჭიროებებზე).
- ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე როგორ შეიცვალა თქვენი მომხმარებელთა რაოდენობა და რომელი სექტორები იყენებენ აქტიურად თქვენს აგენტურ AI გადაწყვეტილებებს?
- დაწყებიდან დღემდე მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად და სწრაფად იზრდება - პირველი თვეებში რამდენიმე კლიენტი გვყავდა, დღეს უკვე მრავალი დიდი კომპანია იყენებს ჩვენს AI სისტემებს.
ყველაზე აქტიურებია:
- მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელი ინდუსტრიებია საქართველოში ყველაზე სწრაფად მიმართული ავტომატიზაციისკენ? და საერთო შეფასებით - რამდენად სწრაფად უწყობს ფეხს ქართული ბიზნესი AI ტექნოლოგიების განვითარებას?
- ყველაზე სწრაფად ავტომატიზაციისკენ მიდრეკილია ტურისტული სააგენტოები და უძრავი ქონების სექტორი - სადაც კომუნიკაცია და სისწრაფე კრიტიკულია.
ქართული ბიზნესი AI-ს განვითარებას ერთის მხრივ საკმაოდ სწრაფად ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში. უკვე ჩანს ტენდენცია, რომ კომპანიები ცდილობენ ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციას და პროცესების გამარტივებას AI-ს მეშვეობით. თუმცა არის მეორე მხარეც რომელიც ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს.
- ქართულ ბაზარზე რომელი ტიპის კომპანიებს სჭირდებათ აგენტური AI ყველაზე მეტად მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესებს?
- ჩემი აზრით, მცირე ბიზნესებისთვის ეს უფრო მეტად სასურველია ვიდრე საჭირო, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს კი, რომელსაც დიდი გუნდი ჰყავს ოპერატორების, მათ ნამდვილად სჭირდებათ. აღნიშნული სისტემა მაქსიმალურად ამცირებს მათ ჩართულობას მიმოწერაში და აძლევს საშუალებას უფრო მნიშვნელოვანი საქმე აკეთონ.
- რა სარგებელს იღებენ კომპანიები RenewReach-ის AI სისტემებით? კონკრეტულად, რა დონემდე მცირდება ადამიანური ჩართულობა პროცესებში?
- მიმოწერა ავტომატიზირებულია 24/7. პერსონალი იხსნება რუტინული სამუშაოდან, 99.9% მომხმარებელს პასუხი 1 წუთზე ნაკლებ დროში უბრუნდება, პროცესებში ადამიანური ჩართულობა ზოგჯერ 70–95%-ით მცირდება (ოპერატორი უკვე მხოლოდ რთულ კითხვებზე ერთვება).
- როგორ შეაფასებთ RenewReach-ის 2025 წლის შედეგებს - ტექნოლოგიური პროგრესის, კლიენტების რაოდენობისა და ავტომატიზაციის მასშტაბის მიხედვით?
- 2025 წელი იყო გარღვევის წელი, ტექნოლოგიური ნაწილი მნიშვნელოვნად განვითარდა (AI აგენტები, ინტეგრაციები, ავტომატიზაციები), კლიენტების რაოდენობა და ავტომატიზაციის მასშტაბი რამდენჯერმე გაიზარდა, მრავალ კომპანიაში შევქმენით AI თანამშრომლები, რომლებიც თვის განმავლობაში მილიონობით შეტყობინებას პასუხობენ .
- რომელი პროდუქტი ან AI გადაწყვეტილება იყო 2025 წელს ყველაზე გავლენიანი კომპანიის ზრდაზე?
- ეს არის მულტიმოდალური (სურათები, ტექსტი, ვოისები ) ჩატის აგენტი მესენჯერის და ინსტაგრამისთვის, რომელიც პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს, აგროვებს ლიდების ინფორმაციას და აწვდის გაყიდვების მენეჯერს, ან შეუძლია ავტონომიურად წინასწარ გაწერილ საათებში, დაჯავშნოს შეხვედრები გუგლის კალენდარში, აიღოს შეკვეთები (ყველაზე კარგად მუშაობს 1 ან რამდენიმე პროდუქტიან ბიზნესებზე რომელსაც ვიზუალურად გარჩევა არ სჭირდება, მაგალითად ვერ იმუშავებს ტანსაცმლის მაღაზიებზე ).
- რას აღნიშნავთ როგორც 2025 წლის ყველაზე დიდ წარმატებას და რომელი იყო ყველაზე რთული გამოწვევა წლის განმავლობაში?
- წარმატება:
საქართველოს ბაზარზე პირველი პრემიუმ AI აგენტური სერვისის დამკვიდრება, პირველივე წლებში რეალური შედეგებით და დამკვეთების სწრაფი ზრდით.
გამოწვევა:
ბაზარზე განათლების დონე, ბევრს ჯერ კიდევ ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს AI თანამშრომელი და რატომ არ სჭირდება 15 ოპერატორი ერთდროულად. ეს ეტაპობრივად იცვლება.
- რა იქნება RenewReach-ის მთავარი პრიორიტეტი 2026 წელს - ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბიზნესის მასშტაბირება თუ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა?
- ჩვენი მიზნები მომავალი წლისთვის არის , სატელეფონო გაყიდვების აგენტის დასრულება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა, პირველ რიგში ამერიკასა და ბრიტანეთში.
- როგორ ხედავთ აგენტური AI-ის განვითარებას მომდევნო 3–5 წელიწადში და რა როლი შეიძლება ჰქონდეს RenewReach-ს ამ ეკოსისტემაში?
- აგენტური AI გახდება ბიზნესების სტანდარტი, როგორც დღეს აუცილებელია Facebook გვერდი ან CRM.
3–5 წელში ბიზნესების დიდი ნაწილი დაეყრდნობა AI თანამშრომლებს — შეკვეთების მიღებაში, კომუნიკაციაში, ანალიტიკაში და ავტომატიზაციაში.
RenewReach მიზნად ისახავს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რეგიონში, რომელიც შექმნის მოქნილ, ეფექტურ და მასშტაბურ AI გადაწყვეტილებებს SMB-სა და Enterprise სეგმენტისთვის.
სხვა სიახლეები
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
16.01.2026.17:33
2025 წელი სასტუმრო Pullman-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალურმა მენეჯერმა სებასტიენ ვინსენტმა 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა,
„ვიზიტორების დიდი პროცენტულობა გვსტუმრობდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან. საერთაშორისო კონფერენციების კუთხითაც აქტიურობდნენ ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები.
2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების ზემოაღნიშული ქვეყნებიდან“, - აცხადებს სებასტიენ ვინსენტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%).
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.