რატომ ძვირდება ზანზიბარში დასვენება
ტანზინიის არქიპელაგის ზანზიბარის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაცია ინვესტორთა ასოციაცია ZATI-ის წარმომადგენლის ბენ ფრეჯ კაისზე დაყრდნობით ვრცელდება.
მანამდე,ზანზიბარში დასასვენებელ ჩასულ თითოეულ ტურისტს, სასტუმროს ნომრის ფასის გარდა, მიუხედავად სასტუმროს კატეგორიისა და ტიპისა, ღამეში 1 აშშ დოლარი (ექვივალენტი ადგილობრივ შილინგებში) უნდა გადაეხადა.
ახალი წესების მიხედვით, გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება სასტუმროს დონეზე.
სტუმრები, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ ერთვარსკვლავიან სასტუმროებში, გადაიხდიან 2 დოლარს ღამეში. მოგზაურებს, რომლებიც ცხოვრობენ 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროებში, დღეში 4 აშშ დოლარის გადახდა მოეთხოვებათ, ხოლო მოგზაურებს, რომლებიც 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ ღამეში დამატებით 5 დოლარის გადახდა მოუწევთ.
ირკვევა, რომ ტურისტული გადასახადებიდან შესული თანხა საკურორტო ზონის განვითარებას მოხმარდება, რადგან კუნძულის ინფრასტრუქტურა ახალი სასტუმრო კომპლექსების სწრაფ ზრდას ვერ ეწევა.
ზანზიბარი, აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილია. ქვეყანა მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. ავტონომიის ტერიტორიაში შედის არქიპელაგში არსებული ორი მოზრდილი (ზანზიბარი და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძული.
ვინაიდან კუნძული ეკვატორზეა, მთელი წლის განმავლობაში ის დაახლოებით +30-ია. ტემპერატურის სხვაობა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე გრადუსია.
ყველაზე ცივ თვეშიც კი საშუალო დღიური ტემპერატურა +25-ზე არ ჩამოდის. წვიმიანი სეზონი: აპრილი-მაისი. წლიდან წლამდე განსხვავებულია. კუნძულზე ტურისტები წვიმიან სეზონზეც არიან,თუმცა ყველა დანარჩენ თვეებში ზანზიბარში დასვენება სიამოვნებაა.ზანზიბარის სანაპიროსთან ოკეანეში წყალი მთელი წლის განმავლობაში 25 გრადუსზე მაღლა დგას.
იგივე თემაზე:
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.