რას სთავაზობს Bakuriani Inn-ი დამსვენებლებს ივნისში
გაატარე მეტი დრო ბუნებასთან ყველაზე ახლოს, კომფორტულ სასტუმროში, იზრუნე საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე, ისარგებლე „საოჯახო შეთავაზებით“ - ბაკურიანი ინნ • Bakuriani Inn-ი ივნისში მომხმარებელს ახალ პაკეტს სთავაზობს.
„Bakuriani Inn-ში დაგხვდებათ: განსატვირთი და გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვანი მენიუ, საბავშვო და გასართობი სივრცე, კომფორტული ინტერიერი და მეგობრული გუნდი
მხოლოდ ივნისის თვეში - საოჯახო ნომერი 2 პერსონაზე, სამჯერადი კვებით 350 ლარი, ბავშვების განთავსება 6 წლამდე უფასოა“, - აცხადებენ სასტუმროში.
Inn Group-მა ზაფხულის სეზონისთვის წარმატებული სტარტი აიღო. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯავშნები უკვე 60%-ის დონეზეა და სეზონის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით გაიზრდება.
„საკმაოდ აქტიური სეზონი გველის, ყველა რეგიონშია მოთხოვნა. ,,ბაკურიანი ინნ“ უფრო მაინც ადგილობრივ დამსვენებლებზე მუშაობს და წელსაც ასე იქნება, გუდაურში ძირითადად უცხოელები იქნებიან, თბილისში ჩვენი სასტუმროს დატვირთულობის 100% ისედაც უცხოელებზე მოდის. ქუთაისშიც უმეტესწილად უცხოელებს ველოდებით.
ამ ქალაქში ძალიან ბევრი ევროპელი დამსვენებელია, რადგან ქუთაისიდან ევროპული ავიარესიები სრულდება და ამ ფაქტორის გავლენა დიდია. ფასებთან დაკავშირებით ერეკლე კოკაია ამბობს, რომ შემოდგომაზე ტარიფები დაკორექტირდა და სერვისი 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით მეტია.
ცნობისთვის, Inn Group ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც 7 სასტუმროს, 3 საწარმოსა და 1 სამშენებლო კომპანიას აერთიანებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.