მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

რამდენია Wizz Air-ის ბილეთის საშუალო ფასი?

news image

ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2023 ფისკალურ წელს, თითო მგზავრზე ცალმხრივ ფრენაზე, საშუალოდ 76,3 ევრო გამოიმუშავა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგება 8 ივნისს გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პირდაპირი ბილეთი საშუალოდ 39,7 ევრო ღირდა, დამატებითი მომსახურება კი 36,6 ევრო.

Wizz Air-ის მთლიანმა შემოსავალმა 2023 ფისკალურ წელს 3,9 მილიარდი ევრო შეადგინა, საიდანაც მგზავრებმა 2,03 მილიარდი ევრო ბილეთებისთვის გადაიხადეს და 1,87 მილიარდი ევრო კი დამატებითი სერვისებისთვის. მათ შორისაა პრიორიტეტული ჩასხდომა, ადგილების შერჩევა და ბარგი.

მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ მოგება ვერ მიიღო. Wizz Air-მა 2023 ფისკალურ წელს 466,8 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალი და 535,1 მილიონი ევროს ზარალი დააფიქსირა.

„რადგანაც ჩვენ წინ ვიყურებით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მიმდინარე ფინანსური წლის მიმართ. ჩვენი ფოკუსი კეთდება ფისკალურ 2024 წელს მოგების დაბრუნებაზე. ეს გამოწვეული იქნება დაბალი ხარჯებით, ოპერაციული სრულყოფილებით, მათ შორის თვითმფრინავების მაღალი ათვისებით, გაუმჯობესებული პროდუქტიულობით და შესრულებული ფრენების პროპორციის ზრდით, რომლებიც არ გაუქმებულა“, – განაცხადა Wizz Air-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ვარადიმ.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თავის ანგარიშში პროგნოზირებს, რომ 2024 ფინანსურ წელს 350-450 მილიონი ევროს მოგების მიღებას შეძლებს.

Wizz Air იყენებს არაკალენდარულ აღრიცხვას წლიური ანგარიშებისთვის. ავიაკომპანიის ფინანსური წელი იწყება ერთი წლის 1 აპრილს და მთავრდება მომდევნო წლის 31 მარტს. ამრიგად, 2023 ფისკალური წელი არის პერიოდი 2022 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 31 მარტამდე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა