მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

“რადისონ ბლუ ბათუმს” ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

news image

რადისონ ბლუ ბათუმს”, ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ალექს კობელაშვილი წინანდლის მამულიდან აჭარის რეგიონში გადაინაცვლებს და რადისონ ბლუ ბათუმს და საცხოვრებელ კომპლექს მწვანე კონცხი ბოტანიკოს“  უხელმძღვანელებს.

ალექს კობელაშვილისილქ ჰოსფითალითისგუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, მას აქვს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 13 წლიანი გამოცდილება. ალექსი ბოლო 2 ლის განმავლობაში წინანდლის მამულის „რადისონ ქოლექშენ-ის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, იქამდე კი იმავე სასტუმროში იყო საოპერაციო მენეჯერი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო რადისონ ბლუ ბათუმის გენერალური მენეჯერი, ეს სასტუმრო ქალაქის სიმბოლოა, მასზე ლეგენდარულმა იტალიელმა არქიტექტრომა - მიკელე დელუკიმ იმუშავა და მას წლების განმავლობაში მართავს საუკეთესო გუნდი. ბათუმი ჩემთვის მშობლიური ქალაქია, მე აქ გავიზარდე და კარგად მახსოვს ამ სასტუმროს გახსნა და როგორ დადებითად იმოქმედა მან მთლიანად ქალაქის და რეგიონის ტურიზმის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

სასტუმროს პარალელურად, ჩემი პასუხისმგებლობა იქნება სილქ დეველოპმენტის შეუდარებელი პროექტის - მწვანე კონცხი ბოტანიკოს მართვა და ბინის მფლობელებისათვის ხუთ ვარსკლავიან სერვისის შევთავაზება.

გამოცხადებული ნდობისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სილქ ჰოსპიტალიტის გუნდს და დამფუძნებლებს“ - ალექს კობელაშვილი.

168 ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქტიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს მიკელე დე ლუკის ეკუთვნის.  სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა.

რადისონ ბლუ ბათუმი საკუთარ თავში აერთიანებს, 2 რესტორან, 3 ბარ, ღია და დახურული აუზებ, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებ, სპა და ფიტნეს ცენტრს, კაზინო ივერიას.

სასტუმროს მართვას ახორციელებს სილქ ჰოსპიტალიტი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა