მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

რა სიახლეებს სთავაზობს „გუდაური ლოჯი“ ზამთრის სეზონზე ვიზიტორებს

news image

„სტუმრების ვიზიტების კუთხით გვქონდა არაჩვეულებრივად კარგი წელი, რასაც ისედაც ველოდით. ამჟამინდელი პროგნოზით 2025 წელი ბევრად უკეთესი იქნება. გვიხარია რომ გვყავს ბევრი ლოიალური სტუმარი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი სასტუმროს მომსახურების მაღალ ხარისხსა და დამსვენებელზე ორიენტირებულობას“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „გუდაური ლოჯის“ გაყიდვების დირექტორმა ანა ბლუაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, ამ მიმართულებით მუდმივად განახლების რეჟიმში არიან.

„ჩვენს მუდმივ დამსვენებლებს ყოველთვის ვთავაზობთ სიახლეებს, განსაკუთრებით სპა და სარესტორნო სივრცეებში. ხშირად ვცვლით მენიუებს და ჩვენს სტუმრებს ვანებივრებთ როგორც ტრადიციული, ისე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებით. გასტრონომიული გამოცდილებისა და თოვლიან მთებზე სრიალის შემდეგ, ყოველთვის სასიამოვნოა სარელაქსაციო მასაჟები და სხვადასხვა სპა პროცედურებით სარგებლობა. რაც შეეხება ახალი წლის ღამეს - ჯავშნები თითქმის შევსებულია, ამიტომ მსურველებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და შეხვდნენ 2025 წელს ჩვენთან და DJ Tobako Tween-თან ერთად“, - განაცხადა სასტუმროს გაყიდვების დიქრექტორმა.

„გუდაური ლოჯში“ არის  როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი კატეგორიის  121 სასტუმრო ოთახი. სასტუმროში ასევე არის  საკონფერენციო სივრცეები, ბარები, რესტორანი. ასევე სპა მრავალფეროვანი და ახლა უკვე განახლებული მენიუთი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. ასევე შიდა საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, საუნა და გარე სივრცეში მდებარე ცხელი ჯაკუზი. ამ სერვისით დამსველებლები ყველა სეზონზე სარგებლობენ.იანვრის პერიოდში სასტუმროში განთავსების საფასური დღე-ღამეში საშუალოდ 1000 ლარია. თუმცა, როგორც სასტუმროში აცხადებენ, განთავსების ფასები  დამოკიდებულია მოთხოვნილ პერიოდზე, ასევე ოთახის შერჩეულ კატეგორიაზე.

რაც შეეხება „გუდაური ლოჯის“ კონკურენტულ უპირატესობას, სასტუმროს აქვს ტურისტებისთვის მიმზიდველი მდებარეობა.

„გუდაური ლოჯი“ მდებარეობს პირველი სასრიალო ტრასის გვერდით. სასტუმროშივე არის Ski Depot-ი, სადაც დამსველებლებს შეუძლიათ იქირაონ სრული ეკიპირება როგორც თხილამურებზე, ასევე სნოუბორდზე  სასრიალოდ, ან ისწავლონ სრიალი გამოცდილი ინსტრუქტორების დახმარებით“, - განაცხადა სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა. 

სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ გაიხსნა 2019 წელს, შემდეგ პანდემიის დროს ოპერირება შეაჩერა. სასტუმრო პანდემიის შემდგომ ხელახლა 2021 წლის ბოლოს, ზამთრის სეზონზე გაიხსნა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image როდესაც ქვეყანას ემატება პირდაპირი რეისები, ეს ქმნის 5-10 წლიან პერსპექტივას - HSC Group Hospitality-ის დირექტორი

01.04.2026.11:00

2025 წელი ტურიზმის მაჩვენებლების კუთხით რეკორდული იყო და ამავდროულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდსაც წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს ტურიზმის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა. HSC Group Hospitality ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე განთავსების ობიექტს მართავს, მათ შორის თბილისის ცენტრში მდებარე Glaros Old Town-ს.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანას ემატება დამატებითი პირდაპირი რეისები, ეს ქმნის 5-10, ზოგ შემთხვევაში კი 15-წლიან პერსპექტივასაც კი მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვის კუთხით.

„როდესაც 2025 წელი ჩემთვის იყო რეკორდული წელიწადი ტურიზმის მაჩვენებლებით, ასევე იყო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელიწადი, რაც დაფუძნებული იყო საქართველოს არა მოკლევადიან პერსპექტივაზე, არამედ გრძელვადიან მომავალზე. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც 10-15-20 მიმართულებიდან, შენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან, საიდანაც ყველანი ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ გვჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა, ამ მიმართულებებზე რომ გემატება არაერთი პირდაპირი რეისი, ეს ნიშნავს იმას, რომ 5-10 და შეიძლება 15-წლიანი პერსპექტივაც კი ჰქონდეს ამ განვითარებას - საქართველოში მოვიზიდოთ სწორედ ის კატეგორია ტურისტების, რომლებიც საშუალოზე უფრო მეტს დახარჯავენ. ამისთვის, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ კეთდება როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვან გამოფენებში ერთობლივი მონაწილეობის მიღებით, ასევე მარკეტინგული აქტივობებითა და სამიზნე აუდიტორიაზე სწორად გათვლილი მარკეტინგის განხორციელებით იმ მიმართულებებზე, სადაც დაგვემატა ფრენა.

ჩვენ გასულ წელს ვნახეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკაში, თუ სად რა ბიუჯეტი იყო მარკეტინგში დახარჯული და რას აპირებდა 2026 წელს. ისეთი დადებითი მაჩვენებლები იყო, სწორი ციფრები და სწორი სტრატეგია ჩანდა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ იქ ხდებოდა წერტილოვანი მარკეტინგი, სადაც ფრენები გვემატებოდა ან უნდა დაგვმატებოდა. შესაბამისად, ამა თუ იმ ბაზარს ჩვენი ქვეყნის არსებული რესურსებითა და ასევე კერძო სექტორის ძალისხმევით ვაწვდით ინფორმაციას და, ასე ვთქვათ, ვაცნობთ საქართველოს მეტ პოტენციალს - რატომ უნდა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, რა დახვდებათ და როგორ შეძლებენ დასვენებას, ასევე რა კულტურულ თუ სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებში შეიძლება მონაწილეობა“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა