მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

რა სიახლეებს შესთავაზებს Castello Mare Hotel & Wellness Resort დამსვენებლებს ახალ სეზონზე - ინტერვიუ აღმასრულებელ დირექტორთან

news image

აქტიურად ვმუშაობთ როგორც სერვისების განვითარებაზე, ისე სეზონისთვის ახალი შეთავაზებების მომზადებაზე , - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ციხისძირში მდებარე Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

რა სიახლეები აქვს ამ ეტაპზე Castello Mare Hotel & Wellness Resort-ს და რა მიმართულებით ვითარდება სასტუმრო?
ამ ეტაპზე Castello Mare Hotel & Wellness Resort აქტიურად მუშაობს როგორც სერვისების განვითარებაზე, ისე სეზონისთვის ახალი შეთავაზებების მომზადებაზე. განსაკუთრებული პოპულარობით ამჟამად სარგებლობს ჩვენი სპა + ლანჩის შეთავაზება, რომელმაც უკვე მოიპოვა სტუმრების მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასებები. პარალელურად, ვემზადებით ახალი სეზონისთვის და ვგეგმავთ არაერთ საინტერესო აქტივობას, რომელთა შესახებაც ჩვენი სტუმრები ეტაპობრივად შეიტყობენ. ჩვენი ერთგული მომხმარებლები განებივრებულნი არიან სხვადასხვა თემატური საღამოებით - მათ შორის ლუდის ფესტივალით, რეტრო მუსიკის საღამოებით, ქართული კულინარიის მასტერკლასებითა და სხვა ღონისძიებებით. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მიზანი კი უცვლელია - Castello Mare დარჩეს ადგილად, სადაც დასვენება ერთდროულად არის კომფორტული, მშვიდი, მრავალფეროვანი და ემოციურად დასამახსოვრებელი. სასტუმრო განაგრძობს განვითარებას იმ მიმართულებით, რომელიც აერთიანებს დასვენებას, ველნესს, ოჯახურ კომფორტს და შთამბეჭდავ გამოცდილებას. სწორედ ეს ბალანსი გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ მომავალ სეზონზე. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენი სასტუმროს 10 წლის იუბილეა და ცხადია ამ მნიშვნელოვან თარიღს არ გამოვტოვებთ. ვფიქრობთ, ამ საიუბილეო თარიღის განსხვავებულად შეხვედრას, რასაც აუცილებლად დავაანონსებთ წინასწარ.
რა ტიპის მომსახურებასა და გამოცდილებას სთავაზობთ დღეს სტუმრებს - როგორია სასტუმროს ძირითადი სერვისები და შეთავაზებები?
Castello Mare Hotel & Wellness Resort სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას, რომელიც გათვლილია როგორც მშვიდ და განტვირთვით დასვენებაზე, ისე აქტიურ და ოჯახურ გამოცდილებაზე. ჩვენთან ხელმისაწვდომია როგორც განთავსება საუზმის ბაზაზე, ასევე All Inclusive მომსახურება, რომელიც მოიცავს სამჯერად კვებასა და ულიმიტო სასმელებს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს SPA მიმართულებას - სხვადასხვა პროცედურები, პაკეტები და ველნეს გამოცდილება ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და განუყოფელი ნაწილია. ოჯახური სეგმენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საბავშვო სივრცე, რომელიც სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობს. ამჟამად, შაბათ-კვირას ბავშვებს ადგილზე ძიძა ხვდებათ, ხოლო სეზონიდან ეს სერვისი ყოველდღიურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. ეს მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, რამდენიმე საათით მშვიდად დაისვენონ, გაატარონ დრო სპა სივრცეში ან აუზთან, რაც, ბუნებრივია, დამატებით კომფორტს ქმნის ოჯახური დასვენებისთვის. გარდა ამისა, სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან გასართობ და აქტიურ ინფრასტრუქტურას: ბოულინგს, მაგიდის ჩოგბურთს, ბილიარდს, კარაოკესა და ჩოგბურთის მოედანს. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ სტუმარმა Castello Mare-ში მიიღოს არა მხოლოდ განთავსება, არამედ სრულფასოვანი შთაბეჭდილება, სადაც დასვენება, გართობა და ხარისხიანი სერვისი ერთიანდება.

როგორ აფასებთ სტუმრების ინტერესსა და მოთხოვნას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მხრიდან? როგორ შეიცვალა ტენდენცია ბოლო პერიოდში?
ბოლო პერიოდში ტურისტულ ბაზარზე ტენდენციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე წინასწარი ჯავშნები უფრო აქტიურად კეთდებოდა, დღეს აშკარად გაზრდილია ე.წ. last-minute ჯავშნების წილი. მიმდინარე პერიოდში კი უკვე დაჯავშნილის გაუქმებების რაოდენობაც მატულობს. ამ პროცესებზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საერთაშორისო და რეგიონული მოვლენები, ზოგადად არასტაბილური პოლიტიკური ფონი, რაც ზოგადად მომავლის პროგნოზირებას უფრო ართულებს.
ჩვენი სასტუმროსთვის ქართული ბაზარი ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და რჩება, ამიტომ ადგილობრივი სტუმრებისთვის მუდმივად ვქმნით სპეციალურ შეთავაზებებს, აქციებსა და სეზონურ პაკეტებს. თუმცა, ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო მიმართულებითაც. მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზრად ჩვენთვის რჩება პოლონეთი. გასული წლის მონაცემებით, მაღალ სეზონზე მხოლოდ პოლონელი სტუმრების წილი 12%-ს აღემატებოდა, და განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ჰქონდათ All Inclusive მომსახურებაზე. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პოლონური ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და კარგად გაცნობიერებული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ვგეგმავთ მონაწილეობას ტურისტულ გამოფენაში ვროცლავში, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად წარვადგენთ როგორც რეგიონს, ისე ჩვენს სასტუმროს, როგორც უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი დასვენების მიმართულებას.
გარდა ამისა, 2025 წელს გვქონდა აქტიური B2B შეხვედრები გერმანიის, ყაზახეთისა და ჩინეთის ტუროპერატორებთან. ვფიქრობთ, ეს ბაზრები განსაკუთრებით ინტერესდებიან ქართული კულტურით, კულინარიითა და ავთენტური გამოცდილებებით, რაც Castello Mare-ს შეთავაზებებს ძალიან ბუნებრივად ერგება. ცხადია, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის შედარებით ახალი მიმართულებაა და, ბუნებრივია, მეტ სამუშაოს საჭიროებს, თუმცა მისი პოტენციალი ძალიან დიდია.

რა გეგმები აქვს სასტუმროს განვითარებისა და გაფართოების მიმართულებით? გეგმავთ თუ არა ახალი სერვისების ან პროექტების დანერგვას?

სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ველნეს მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება და გაფართოება. აქტიურად განვიხილავთ სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს, რადგან გვჯერა, რომ თანამედროვე სტუმრისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დასვენებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომბინაცია. ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და პრიორიტეტული მიმართულებაა ეკო მიდგომებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების ინტეგრირება სასტუმროს საქმიანობაში. ამ ეტაპზე რამდენიმე იდეა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ამიტომ დეტალებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „კასტელო მარეს“ განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზრდას არ უკავშირდებოდეს - გვინდა, სასტუმრო განვავითაროთ როგორც სივრცე, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტუმრის მოთხოვნებს, იზიარებს მდგრადი განვითარების პრინციპებს და ქმნის ხარისხიან, მრავალფეროვან და ღირებულ გამოცდილებას.
აღსანიშნავია, რომ Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი 101 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ სასტუმროს ყველა კუთხე 360° ტურში: https://360.castellomare.com/

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Kera Ethno Group ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს

16.03.2026.10:00

Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი, რომელმაც ოპერირება 2025 წელს დაიწყო, ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, რევაზ ჯანელიძემ აღნიშნა, იგეგმება გარე სივრცეების მოწესრიგება და საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა. მნიშვნელოვანი სიახლეა ქუთაისის აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის სერვისის დამატებაც, რომელიც სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონიდან ამოქმედდება.

„ახლა ტურისტული სეზონი ნამდვილად არ არის, თუმცა 2025 წელი, რომ შევაჯამოთ, ახალბედა ობიექტისთვის კარგი მაჩვენებლები გვქონდა. ტურისტული ნაკადი დაახლოებით 60–70%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი ადგილობრივი სეგმენტი იყო. რაც შეეხება მიმდინარე გეგმებს, დავიწყეთ ახალი პროექტები - საუბარია ბავშვთა საგანმანათლებლო აგრო-ტურებზე, რომელიც მოიცავს აგრო-ტურიზმის განვითარებას როგორც ქალაქში, ასევე რეგიონსა და ქვეყანაში ზოგადად. გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები: წამყვან უნივერსიტეტებთან ვდებთ ხელშეკრულებებს, რათა სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა გადაამზადონ და გაიარონ სტაჟირება აგრო მიმართულებით, მენეჯმენტის, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებებით“, - განმარტავს რევაზ ჯანელიძე.

დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი „კერასა“ და „ჰერბიას“ ერთობლივი პროექტია და „კერას“ განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

„რაც შეეხება გაფართოებას, ვგეგმავთ როგორც გარე სივრცეების, ისე საბავშვო გასართობი მიმართულებების განვითარებას. ამ პროექტებზე უკვე დაწყებულია მუშაობა. რეალურად, გარე სივრცეების მოწესრიგება დაწყებულია და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დასრულდება. დღეს ობიექტზე აქტიურად შემოდიან ტურისტები. ტურისტული მოძრაობა მაღალია, ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩვენი პარტნიორების თქმით, მოთხოვნა მაღალია. საქართველო რეგიონში ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, რაც ტურისტულ ინტერესზეც აისახა“, - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.

„კერას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ობიექტი ადგილია, სადაც არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ღირებულებებსაც სთავაზობენ. ტურისტული ობიექტი აერთიანებს:

საოჯახო მარანს - ღვინის 8000-წლიან კულტურის ცოცხალ გამოხატულებას;

ძველი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმს - წარსულის ყოფითი მემკვიდრეობის არქივს;

განთავსების სერვისს „საცხოვრისი“ - ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია წარსულისა და ხარისხზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის შერწყმაზე;

კვების ობიექტს „სანადიმო“ - კერძები მზადდება ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე;

ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და საკონფერენციო სივრცეს - თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას;

აგრო და კულტურულ ტურს ერთ ეზოში - სტუმარს მრავალფეროვან შთაბეჭდილებებსა და პოზიტიურ ემოციებს ანიჭებს;

ჰერბიას - წამყვან ბრენდს, რომლის ბუნებრივი პროდუქტები უკვე აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

„კერა“ უკვე წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ემსახურება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადაჰყავს როგორც წყალტუბოს, ისე მთელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი.

„კერა“ - სივრცე, სადაც სტუმრის მოლოდინი ყოველთვის მართლდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა