რა შესაძლებლობები ჩნდება British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლით - ექსკლუზიური ინტერვიუ
British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ფრენების ოფიციალურად დაწყებამდე ექსკლუზიურად Business Insider Georgia რეიჩელ რაილს, British Airways-ის ქსელის განვითარების დირექტორს ესაუბრა.
რა სტრატეგიულმა და ბაზრის ანალიზის შედეგად გამოკვეთილმა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა British Airways-ის გადაწყვეტილებაზე შემოსულიყო ქართულ ბაზარზე? რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი კრიტერიუმები? რა პერიოდის განმავლობაში აფასებდა British Airways-ი საქართველოს ბაზარს, სანამ გადაწყვეტდა ოპერირების დაწყებას?
ჩვენ ვმუშაობდით თბილისის მიმართულებით სერვისის გაშვების შესაძლებლობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში და მოხარულნი ვართ, რომ ვიქნებით პირველი ავიაკომპანია, რომელმაც განაახლა პირდაპირი მომსახურება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. დავინახეთ, რომ არსებობდა საინტერესო პოტენციური შესაძლებლობა British Airways-ისთვის, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსთან პირდაპირი რეისების არარსებობა. ამას დაემატა ბაზრის ცოდნა და მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლა იყო შესაფერისი დრო 12 წლის შემდეგ მომსახურების განახლებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შედარებით მცირე ბაზარია British Airways-ისთვის, მას აქვს მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი. როგორ აფასებთ საქართველოს მიმზიდველობას, ბრიტანელი ტურისტების თვალსაზრისით?
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პირველი ავიაკომპანია, რომელმაც აღადგინა პირდაპირი კავშირი დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კვირაში ოთხი რეისით და ერთადერთი პრემიუმ ბრიტანული ავიაკომპანია, რომელიც გთავაზობთ ამ შესაძლებლობას. ჩვენ ველით მრავალფეროვან მომხმარებლებს, მაგრამ განსაკუთრებით გვჯერა, რომ ბრიტანელი მოგზაურები დატკბებიან საქართველოს კულტურით, ბუნებრივი სილამაზით და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ღვინით.
რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ დიდი ბრიტანეთის მოგზაურთათვის მიმზიდველობის გასაძლიერებლად?
ჩვენ ვნახეთ ba.com-ზე ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენების ძიების სტაბილური ზრდა, რაც დამაიმედებელია. ვიცით, რომ საქართველოს აქვს მდიდარი ისტორია და გვთავაზობს ულამაზეს პეიზაჟებს, სტუმართმოყვარეობას და, რა თქმა უნდა, შესანიშნავ ღვინოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ რომ ეს ადგილი უფრო ხელმისაწვდომი დანიშნულება გახდეს მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ განიცადონ ახალი თავგადასავალი.
British Airways-ის კოდის გაზიარების ხელშეკრულებები და მისი არსებული ფრენების განრიგი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს აშშ-ში შედარებით მოკლე დროში მოხვდნენ. რა კონკრეტულ შესაძლებლობას სთავაზობს მოგზაურებს ეს მარშრუტი?
ჩვენ მოვახდინეთ ფრენების დროის ოპტიმიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ დაუკავშირდნენ სხვა ლოკაციებს ლონდონის ჰითროუდან, განსაკუთრებით ნიუ-იორკიდან, სან-ფრანცისკოს და გაერთიანებული სამეფოდან ევროპის მიმართულებებს, რომლებსაც უშუალოდ საქართველოდან არ ემსახურებიან, როგორიცაა ედინბურგი და მადრიდი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ეს დრო, რათა უზრუნველვყოთ ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ მოქნილობა შემდგომი მოგზაურობისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.