მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

რა მოლოდინებით ხვდება „შატო ართვაინი“ ტურისტულ სეზონს

news image

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ართანაში მდებარე Chateau Artwine - შატო ართვაინი 75%-მდე დატვირთულობას ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „შატო ართვაინის“ გენერალურმა მენეჯერმა ანა გაბაშვილმა განაცხადა, იმისათვის, რომ შედარებით კარგი სეზონი იყოს, სასტუმრომ გარკვეული აქციები უკვე აამოქმედა. 

„ზაფხულის სეზონზე დატვირთულობის ზრდას ველოდებით. ჩვენი მოლოდინია, რომ სეზონზე 65-75%-მდე დატვირთულობა გვექნება. ვფიქრობთ, რომ ზაფხულში დატვირთულობა ზამთართან შედარებით მაღალი იქნება.

„შატო ართვაინი“ გათვლას უფრო უცხოელ ტურისტებზე აკეთებს. რეალურად დღეისათვის დაჯავშნის პლატფორმებზე გაშვებული გაქვს პრომო აქციები, როგორც ქართულ, ისე ევროპულ და ამიერკავკასიის ქვეყნებზე. აქტივობები უკვე ფიქსირდება, როგორც ევროპის, ისე ამიერკავკასიის ქვეყნებიდან. მაგალითად გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან. საუბარი მაქვს იმ ჯავშნებზე, რაც რეალურად დღეს გვაქვს“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი. 

ანა გაბაშვილის თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე  „შატო ართვაინის“ მაგალითზე საშუალო ღამისთევების რაოდენობა 3-4 დღეა.

„კახეთში ზოგადად სეზონი იწყება მაისიდან და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. „შატო ართვაინისთვის“ ყველაზე დიდი ნიშა, რაც შეიძლება იყოს ეს არის ავთენტურობა. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც ავთენტურ გარემოს, ისე კომფორტულ ოთახებს, მოდერნისტულ სტილს და ამ ორი კახური სტილის და თანამედროვე სამყაროს შერწყმას. ამასთან ერთად თუ გადაღლილი ხართ და ქალაქის ქაოსმა დაგღალათ  „შატო ართვაინი“ მართლა იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ჩამოხვიდეთ, განმარტოვდეთ და დაისვენოთ. ჩვენ ულამაზეს ხედებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. „შატო ართვაინი“ ისეა განთავსებული, რომ ორივე ხედი აქვს არაჩვეულებრივი. საკმაოდ ლამაზი ეზო გვაქვს და აუზი“, - ამბობს „შატო ართვაინის“ გენერალური მენეჯერი. 

„შატო ართვაინი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს გარკვეულ სიახლეებსაც დაახვედრებს. 

„გვექნება განახლებული სასმელების მენიუ, გვექნება რესტორნის განახლებული მენიუ, გვექნება სიახლეები სერვისთან დაკავშირებით. წელს უფრო მაღალი სერვისი გვექნება, ვიდრე შარშან გვქონდა. ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობთ, რომ დატვირთულობაც მოიმატებს“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

დღეისთვის ზაფხულის სეზონისთვის სასტუმროში ღამისთევის ფასები 350 ლარიდან 550 ლარამდეა. 

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში, „შატო ართვაინი“ 2021 წელს კახეთის სოფელ ართანაში გაიხსნა. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია და  32 ნომერს მოიცავს. 

სხვა მომსახურებებთან ერთად „შატო ართვაინი“ სტუმრებს უნიკალურ ღვინოებს სთავაზობს, რომელიც ექსკლუზიურად, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მარანში მზადდება.

„შატო ართვაინი“ მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე.  სამომავლოდ ტერიტორიის გაფართოებასა და  ინდივიდუალური ვილების აშენება იგეგმება.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა