რა ღირს ტაილანდში დასვენება
ტაილანდის მიმართულება საქართველოდან მოთხოვნადი შემოდგომიდან ხდება.
ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ტურისტული პაკეტის თანახმად კი ოქტომბერში ტაილანდში (კარიბი) დასვენება 2836 ლარიდან იწყება და 3505 ლარამდე ადის - საუბარია 13.10.2023 — 18.10.2023 პერიოდში მოგზაურობაზე.
ცხადია ტარიფი დამოკიდებულია სასტუმროს ტიპსა და მომსახურების ხარისხზე.
ღირებულებაში შედის: ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - კრაბი - თბილისი), სასტუმროში განთავსება, (BB) - საუზმე, სამოგზაურო დაზღვევა , ბარგი ჩასაბარებელი 20კგ, ხელბარგი 8კგ. ჯგუფური ტრანსფერი.
ტაილანდი არის ცხელი მზის, ნაზი ზღვისა და წარმოუდგენელი მოგზაურობის ქვეყანა. ფართო სუფთა პლაჟები, ეგზოტიკური მცენარეები და ადგილობრივი მაცხოვრებლების ღიმილი ტაილანდში დასვენების შემდეგ ტურისტებს შესანიშნავ მოგონებებს უტოვებს. სანაპიროზე არის ადგილი ბავშვებიანი ოჯახებისთვის, წვეულებებისა და ატრაქციონების მოყვარულთათვის - ტაილანდში არის კურორტები ყველა გემოვნებისთვის.
ტაილანდის საუკეთესო კურორტები:
პატაია - საინტერესო ადგილია თავგადასავლების მოყვარულთათვის;
პუკეტი - არის ყველაზე პოპულარული კუნძული განვითარებული ინფრასტრუქტურით და ულამაზესი პეიზაჟებით;
კრაბი - დასასვენებელი ადგილია, რომელიც ევროპელებს უყვართ კომფორტული დასვენებისა და თავბრუდამხვევი ლაშქრობისთვის;
ბანგკოკი - არის ფერადი დედაქალაქი, სავაჭრო და ატრაქციონების ცენტრი;
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.