რა გეგმები აქვს Park Hotel Surami Chalet-ის მენეჯმენტს სასტუმროს ცნობადობის გასაზრდელად და უფრო მეტი სტუმრის მისაღებად
სასტუმრო Park Hotel Surami Chalet - სასტუმრო სურამი შალე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტი სტუმრის მოლოდინშია, ვიდრე გასული წლის მაჩვენებლები იყო.
„2025 წლის ტურისტულ სეზონს ვხდებით დიდი მზაობით, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სერვისებით, კომფორტული კოტეჯებით, ველნეს ზონით და ღია აუზით, რაც ჩვენს სასტუმროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც ჯანმრთელობის, ისე კულტურული და დასასვენებელი ტურიზმის თვალსაზრისით.
Park Hotel Surami Chalet-ის მენეჯმენტის გათვლებით, 2025 წლის ზაფხულის სეზონი მოსალოდნელია მნიშვნელოვნად უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე 2024 წლის ანალოგიური პერიოდი. ეს პროგნოზი ემყარება რამდენიმე რეალურ ტენდენციას და ანალიზს:
ამ ფონზე მენეჯმენტი ელოდება, რომ ივლისი–აგვისტო სრულად იქნება დატვირთული. წინასწარ ჯავშნებზე დაყრდნობით დარჩენილია ძალიან მცირე თავისუფალი თარიღები“,- აცხადებს Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელი თამარ მოსიძე.
Park Hotel Surami Chalet-ს ერთდროულად 35–45 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც მოიცავს 8 სრულად აღჭურვილ ნომერს (მათ შორის 2 სტანდარტული ორადგილიანი (შესაძლებლობით დამატებითი საწოლის განთავსების), 5 ოჯახური ტიპის ნომერი (3–4 ადამიანი) და 1 პრემიუმ კლასის ვილა (10-12 ადამიანი).
სასტუმროს ეზოსა და საერთო სივრცეების ზომა გათვლილია ისე, რომ ეს რაოდენობა არ ქმნის გადატვირთულობის განცდას და ყველა სტუმარი კომფორტულად თავსდება.
დღეისათვის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, Park Hotel Surami Chalet-ის სტუმრების დაახლოებით 85% ადგილობრივია, ხოლო 15% უცხოელი ვიზიტორია.
„ბალტიისპირეთიდან, არაბული ქვეყნებიდან სტუმრები არიან აქტიურები. ჩვენი მზაობაა უცხოელი ტურისტების წილის გაზრდა მინიმუმ 30%-მდე მომდევნო 2 წელიწადში. ამისთვის იგეგმება მეტი საერთაშორისო კოლაბორაცია ტუროპერატორებთან და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის გამარტივება უცხოელებისთვის (ინგლისურენოვანი მომსახურება, გიდების რეკომენდაციები, ტრანსფერის შეთავაზება)“, - ამბობს Park Hotel Surami Chalet-ის გაყიდვების ხელმძღვანელი.
სასტუმროს მენეჯმენტის განმარტებით, Park Hotel Surami Chalet-ის საფასო პოლიტიკა 2025 წელს თითქმის შენარჩუნებულია.
„მენეჯმენტი ცდილობს შეინარჩუნოს ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსი, რაც სასტუმროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა.
ფასების ზრდა ძირითადად უკავშირდება:
მენეჯმენტი მიზანმიმართულად არ აწევს ფასს ზედმეტად, რათა არ დაკარგოს წინა წლების ერთგული კლიენტურა და შეინარჩუნოს „ხელმისაწვდომი კომფორტის“ იმიჯი“, - აცხადებს თამარ მოსიძე.
Park Hotel Surami Chalet კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ განთავსების ობიექტი სტუმრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას გონივრულ ფასად, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის სხვა ძვირიან კურორტებთან შედარებით.
„დღეს Park Hotel Surami Chalet-ის კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება უნიკალურ კომბინაციას: გამორჩეულ მდებარეობას, დახვეწილ სერვისს, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ოჯახურ, თბილ ატმოსფეროს.
რატომ Park Hotel Surami Chalet?
სერვისები, რომლებიც ემსახურება რეალურ დასვენებას:
სამომავლოდ Park Hotel Surami Chalet-ის გეგმებში შედის, რომ გახდეს ყველაზე ცნობილი ბუტიკ-სასტუმრო საქართველოში.
„Park Hotel Surami Chalet-ის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს ბრენდის ცნობადობის ზრდასა და სასტუმროს პოზიციონირებაზე, როგორც პრემიუმ კლასის, ხელმისაწვდომი ოჯახური დასვენების ადგილი. სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით ძალიან დიდია და ჩვენს მომხმარებლებს ეტაპობრივად გავუზიარებთ.
მენეჯმენტის მიზანია Park Hotel Surami Chalet გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბუტიკ-სასტუმრო საქართველოში“, - ამბობს თამარ მოსიძე.
საგულისხმოა, რომ Park Hotel Surami Chalet-ის მაგალითზე, ზამთრის თვეებში (ნოემბერი-თებერვალი) დატვირთულობა შედარებით მცირდება, თუმცა როგორც სასტუმროს მენეჯმენტი ამბობს არსებობს სტაბილური ნაკადი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო
02.11.2025.11:30
ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი კიშინიოვი–თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-სა Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან ცხადაძის განცხადებით, Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.
Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. რეგულარული რეისები კიშინიოვი–თბილისი–კიშინიოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ამჟამად ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.