რა ბენეფიტები აქვთ Batumi Card-ის მფლობელებს
აჭარაში დასვენებისას ტურისტებს ფასდაკლებების ბარათით შეუძლიათ ისარგებლონ. Batumi Card-ი ფასდაკლებების ბარათია, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს სთავაზობენ.
ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის, რომელიც მოკლე დროში მეტი ტურისტული ობიექტის მონახულებისა და ნაკლები ხარჯის გაწევის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ Batumi Card-ი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და მისი შეძენა შეუძლიათ, როგორც უცხოელ ვიზიტორებს ასევე ადგილობრივებსაც.
„ბარათი აერთიანებს 100 ტურისტულ ობიექტს, ამაში შედის როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტები და რა თქმა უნდა ღირსშესანიშნაობები, სადაც ბარათის მფლობელებისთვის ფასდაკლება 35-დან 50%-მდეა.
მთავარი მიზანი იყო ის, რომ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შემოსულ ვიზიტორს მიეღო არა მხოლოდ საჭირო ინფორმაცია და ბუკლეტები არამედ მათთვის გადაადგილების კომფორტიც შეგვექმნა.
სწორედ ამიტომ ეს ბარათი საკმაოდ მოქნილია, რადგანაც მასზე ფასდაკლებების გარდა, ინტეგრირებულია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა და ვიზიტორს შეუძლია 10-ჯერ უფასოდ იმგზავროს. ასევე სხვადასხვა მუზეუმები თუ ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებისას ფასდაკლებით ისარგებლოს“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე.
ლელა გოგუაძის განმარტებითვე, ბარათის მფლობელებისათვის პარტნიორ სასტუმროებში მოქმედებს ასევე 10-დან 20%-მდე ფასდაკლება.
რას აერიანებს Batumi Card-ი?
ბარათში თავმოყრილია ყველა ის ობიექტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს აჭარაში მოგზაურობისას, მათ შორის შესაძლოა, ისეთიც აღმოაჩინოთ, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ, მაგრამ ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგეშვათ.
ამიტომ, Batumi Card-ი ინფორმაციულადაც დაგეხმარებათ და გარკვეულწილად ჩვენი რეგიონის მეგზურობასაც გაგიწევთ. Batumi Card-ში წარმოდგენილია ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტიული ატრაქციები, მუზეუმები, განთავსებისა თუ კვების ობიექტები, ტურისტული მარშრუტები, მაღაზიები, კულინატიული მასტერკლასები და სხვა.
ფასდაკლების ბარათი ასევე მოიცავს 10 უფასო მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით და მობილურის სიმ ბარათს 1 GB ინტერნეტით.
Batumi Card-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ტურისტულ საინფორმაცო ცენტრებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით. ბარათის ფასი კი 15 ლარია.
ვებ-გვერდის საშუალებით შეძენისას გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს, რისთვისაც საჭიროა შემდეგ ინფორმაციის მითითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკრედიტო ბარათის დეტალები.
როგორ გამოიყენოთ Batumi Card-ი?
ეწვიეთ ვებ-გვერდს, რომლზეც გაეცნობით სრულყოფილ ინფორმაციას Batumi Card-ში შემავალ ობიექტებთან დაკავშირებით https://visitajara.com/ka/batumi-discount-card
ფასდაკლების გასააქტიურებლად, უბრალოდ, წარადგინეთ ბარათს, რომელზეც დართულია უნიკალური კოდი.
მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გამოსაყენებლად, შეახეთ ბარათი წამკითხველ ვალიდატორს.
ბარათი მოქმედია 10 დღის ვადით და ფასდაკლება თითოეულ ობიექტზე ერთჯერადია (გარდა ავტობუსის ბარათისა).
ფასდაკლება ვრცელდება ერთ ან მეტ ადამიანზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია - სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.