მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

ყველა ახალი პირდაპირი მიმართულება, ყველა ახალი პირდაპირი რეისი, არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ორივე ავიაკომპანიასთან [British Airways და easyJet] და ზოგადად ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც ეტაპობრივად დაემატება ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიას მიმდინარე წელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საუბრისას.

„პირველ რიგში მოხდა არსებული მგზავრთა ნაკადის მონაცემების გაზიარება, კომპანიებმა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გააკეთეს კვლევა. ამავდროულად ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრადობას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას და ის, რომ საქართველო დღეს ფაქტობრივად არის 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება, რაც ავიაკომპანიის კომერციულ მდგრადობას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი პირდაპირი მიმართულება, ყველა ახალი პირდაპირი რეისი, არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის, რომ თითოეული ახალი პირდაპირი რეისით ჩვენ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი და მსყიდველუნარიანი ქვეყნებიდან, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ამავდროულად სტიმულს აძლევს შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, რომ კვლავ განაგრძონ ინვესტიციები ტურიზმის სექტორში იქნება, ეს განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები თუ სხვა მიმართულება. რაც ამავდროულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ავიაბაზარზე British Airways-ის შემდეგ კიდევ ერთი ბრიტანული ავიაკომპანია შემოვიდა - დაბალბიუჯეტურმა „easyJet“-მა გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისები გასულ კვირას შეასრულა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის

20.08.2026.17:00

Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.

ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.

შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა