ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება 18 წამში პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით შემოვიდნენ საზღვარზე - თამარ იოსელიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანისგან და გენერალური დირექტორის - ლევან მოსეშვილისგან მიიღო.
,,დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვაჩვენეთ ის მასშტაბი, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით ჩვენს აეროპორტში მიმდინარეობს. ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელიც იქნება F კატეგორიის ტიპის ხომალდებისთვის. შესაბამისად ეს იქნება პირველად საქართველოში, როდესაც შეგვეძლება შეზღუდვების გარეშე მივიღოთ მსგავსი ტიპის ბორტები,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულდება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.
,,მნიშვნელოვანია ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის მგზავრებზე ორიენტირებული და შესაბამისად ჩვენს მგზავრებს ვთავაზობთ ელექტრონულ სერვისებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოფრენის დარბაზში დავნერგეთ ახალი ელექტრონული გეითები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რიგში მოცდის პერიოდი 40 წამიდან 18 წამამდე შევამცირეთ.
საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება 18 წამში პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით შემოვიდნენ საზღვარზე.
მნიშვნელოვანია ასევე self-check-ინისა და ბარგის უკონტაქტოდ ჩაბარების სერვისები, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავნერგეთ. ასევე, ხაზგასასმელია საავიაციო უსაფრთხოების მიმართულებით დასრულებული პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი სკანერების დაყენებას, რამაც ყველანაირად შეამცირა საფრთხის შემცველი ნივთიერების შეტანა სტერილურ ზონაში,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა და საჰაერო ხომალდების მომსახურების გაუმჯობესებას მიზნით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას მომავალშიც განაგრძობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.