ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის - ლევან მოსეშვილი
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი. მისი თქმით, ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით პოზიტიური მოლოდინებია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე წელს, 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორის წამყვანი ბრიტანული კომპანიები.
„ზაფხულის სეზონზე ველოდებით, რომ ოპერირებას კიდევ ერთი ევროპული კომპანია, Air Serbia დაიწყებს. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (KUT) ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის (LYS) მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ეს სიახლე კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის ვალდებულებას, გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
ახალი მიმართულება უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მგზავრობას დასავლეთ საქართველოსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს შორის. ფრენები ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით 2025 წლის 3 ივნისიდან დაიწყება და განხორციელდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს.
ლიონი, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, დახვეწილი გასტრონომიითა და დინამიკური სპორტული ცხოვრებით, იდეალური მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნეს პროფესიონალებისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც საფრანგეთის გასტრონომიული დედაქალაქი, რომელიც განთქმულია მსოფლიოში აღიარებული მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნებითა და ტრადიციული ბუშონებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ავთენტური ლიონური სამზარეულო. გარდა ამისა, ქალაქი მასპინძლობს მრავალ კულტურულ ფესტივალს, მათ შორის სინათლის ფესტივალს (Fête des Lumières), რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.07.2025.08:25
დღეიდან თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
„ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com
ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.