მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების და სააეროდრომო სპეცტექნიკა სრულად განახლდა

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა და საჰაერო ხომალდების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად აღიჭურვა აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკით. ტერმინალის გაფრენის წინა შემოწმების სივრცეში, მგზავრების საავიაციო უშიშროებაზე შემოწმებისთვის განკუთვნილი მეტალოდეტექტორები ჩანაცვლდა თანამედროვე ტექნოლოგიის სხეულის სკანირების საშუალებებით ე.წ. "Body scanner"-ებით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პარალელურად, უსაფრთხოების შემოწმების ახალი სკანერები განათავსა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

სრულად განახლდა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო სპეცტექნიკა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის აეროპორტების გაერთიანებამ შეიძინა:

1 ერთეული ახალი  ამბულიფტი; 4 ერთეული ⁠ტრაპი; 4 ერთეული ⁠ბარგის ლენტური კონვეირი; 1 ერთეული საჰაერო ხომალდის გამწე, 2 ერთეული საჰაერო ხომალდის ძალური აგრეგატი; 3 ერთეული ბარგის გამწე ტრაქტორი; 1 ერთეული ასინიზაციის მანქანა; 1 ერთეული ⁠საჰაერო ხომალდის ჰაერით გამშვები აგრეგატი.

აეროპორტების გაერთიანებამ, არსებული საჰაერო ხომალდის მომსახურებისა და სააეროდრომო უზრუნველყოფის ავტოპარკის 17 ერთეული სპეცტექნიკის განახლებაში ჯამურად 3162392.00 ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო

02.11.2025.11:30

ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი კიშინიოვი–თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-სა Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ცხადაძის განცხადებით, Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. რეგულარული რეისები კიშინიოვი–თბილისი–კიშინიოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ამჟამად ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა