მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

news image

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანიასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურისმშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანაში პირველადხორციელდება საერთაშორისო დანიშნულების ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთანდაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

სრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, პარალელურად მიმდინარეობს ხელოვნური საფარისმოწყობის სამუშაოები.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3620 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაცამეტაპზე მიმდინარეობს ინერტული მასალების შეტანა, ფუნდამენტის მოწყობა და ხელოვნურისაფარის დაგემის სამუშაოები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობსსამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ასევე, დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.

პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს და მოემსახუროს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიან საჰაერო ხომალდებს. 

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა

31.12.2025.17:48

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა. 

ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს   საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”,  “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.

საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს  მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს  პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა