მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

Pullman Tbilisi Axis Towers-ის დატვირთულობა ბოლო 6 თვეში გაიზარდა

news image

სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი, რომელიც სასტუმრო ბიზნესს ერთი წელია რაც შეუერთდა და სტუმრების ვიზიტებითა, თუ ჯავშნების რაოდენობით კმაყოფილია.

Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მიუხედავად კარგი მეორე კვარტლისა, მესამე კვარტალში ვიზიტორებისა და ჯავშნების კუთხით, უფრო მაღალი მოლოდინები აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ Pullman Tbilisi Axis Towers-ი ერთი წელია რაც გაიხსნა, საკმაოდ დადებითი ტენდენცია გვაქვს. უმეტესად სტუმრები გალფის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს. მესამე კვარტალში უკვე ველოდებით სტუმრების რაოდენობის ზრდას ინდოეთიდან. ამ ქვეყნიდან ბოლო მონაცემებით,  ჯავშნებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნები შემოდის. 

Pullman Tbilisi Axis Towers-ის მაგალითზე, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიხსნა, პირველი 6 თვე იყო საკმაოდ დაბალი დატვირთვა, თუმცა წელს უკვე, ბოლო 6 თვის განმავლობაში საკმაოდ დადებითი ტენდენცია გაქვს. ქალაქშიც კი წელს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი უცხოელი ტურისტის შემოდინება შეინიშნება, რაც ცხადია სასტუმრო სექტორსაც დაეტყო“, - ამბობს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თათია ჩიკვაიძე აცხადებს, რომ სასტუმრო აქტიურად მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც ახალი კონტაქტების მოძიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

„Pullman Tbilisi Axis Towers-ი საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მერ ორგანიზებულ გამოფენებში და შეხვედრებში. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას ჩვენთვის საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახალ კონტაქტებს ვიძენთ როგორც ტურისტული კომპანიების, ასევე სხვადასხვა ბიზნესკომპანიების, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა უნდა. მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა“, - ამბობს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

​როგორც ირკვევა, Pullman Tbilisi Axis Towers-ს საკუთარი ინფრასტრუქტურით ქვეყანაში MICE ტურიზმის განვითარებაშიც შეაქვს თავისი წვლილი. სასტუმროს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, Pullman Tbilisi Axis Towers-ის საკონფერენციო დარბაზებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და ამ მიმართულებით წლის ბოლომდე გარკვეული ჯავშნებიც კი არსებობს.

„საკონფერენციო დარბაზების მხრივ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცე გაქვს. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი დატვირთვა გვაქვს, როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიების მხრიდან. უკვე არაერთი უცხოურ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და წლის ბოლომდეც საკმაოდ ბევრი მოთხოვნაა შემოსული უცხოური კომპანიების მხრიდან“,- აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა

31.12.2025.17:48

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა. 

ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს   საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”,  “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.

საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს  მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს  პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა