Pullman Tbilisi Axis Towers-მა საქართველოს სტუმართმოყვარეობის ბაზარზე მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - თათია ჩიკვაიძე
თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი ოპერირების 3 წლისთავს აღნიშნავს. სასტუმრო ვაკეში მდებარეობს და უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასვენების ადგილია. რა გზა გაიარა Pullman Tbilisi Axis Towers-მა წარმატების მისაღწევად და როგორია სასტუმროს მაჩვენებლები, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თათია ჩიკვაიძეს ესაუბრა.
- სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის ოპერირების დაწყებიდან 3 წელი გავიდა. როგორ აფასებს სასტუმროს მენეჯმენტი განვლილ გზას და რამდენად კმაყოფილია ბრენდი საქართველოში გაყიდვებით?
- ბოლო სამი წლის განმავლობაში Pullman Tbilisi Axis Towers-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს სტუმართმოყვარეობის ბაზარზე მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში. თავიდანვე ნათელი იყო ხედვა: პრემიუმ სასტუმროს წარდგენა, რომელიც შეესაბამება Pullman-ის გლობალურ სტანდარტებს და ასევე ასახავს თბილისის ადგილობრივ ხასიათსა და ენერგიას.
რა თქმა უნდა, ახალგახსნილ სასტუმროს რამდენიმე წელი სჭირდება, რომ კორპორატიული ბაზა შექმნას, დაიმკვიდროს თავი ბაზარზე და გაუწიოს სათანადო კონკურენცია თბილისში არსებულ საერთაშორისო ბრენდებს.
3 წლის თავზე, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pullman-ი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სასტუმრო საქართველოში.
Accor-ის ბრენდის მოლოდინები ორიენტირებულია რეგიონში მაღალი დონის ბიზნესისა და სერვისის ნიმუშად იქცეს. შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ბრენდის 10-ზე მეტი სასტუმრო ოპერირებს და კიდევ იგეგმება ახალი სასტუმროების გახსნა. ქვეყნის მასშტაბით ეს არის ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელი.
- რა კეთდება მენეჯმენტის მხრიდან არსებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის და ასევე რა ტიპის მარკეტინგულ კამპანიებს მიმართავს სასტუმრო ცნობადობის კიდევ უფრო გასაზრდელად?
- Pullman Tbilisi Axis Towers ორიენტირებულია სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე, შესაბამისად ჩვენი ტრენერი და ხარისხის მენეჯერი, წელიწადში რამდენჯერმე ატარებენ, როგორც ბრენდის სტანდარტების კურსს, ასევე Pullman-ისა და Accor-ის ღირებულებების ტრენინგებს.
მარკეტინგისთვის სასტუმრო იყენებს ციფრული რეკლამების, სოციალური მედიისა და გავლენიანი პარტნიორობის ნაზავს, რათა მიაღწიოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას. ჩვენ ასევე ვაწყობთ ღონისძიებებს, ბრენდის აქტივაციას და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელოვანებთან და ბიზნესებთან, რათა განვასხვაოთ სასტუმრო, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილის ადგილი.
- როგორია შრომითი ბაზარი და რამდენად აწყდება Pullman Tbilisi Axis Towers კვალიფიციური კადრების დეფიციტს და თუ აწყდება რა გზით ჭრის ამ პრობლემას?
- ზოგადად პოსტ-პანდემიური სტუმარმასპინძლობის სფეროში, კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, რათა გავზარდოთ ცნობადობა სასტუმროს ინდუსტრიის შესახებ, მოვიზიდოთ პოტენციური კადრები და შევთავაზოთ როგორც, კონკურენტუნარიანი შემოსავალი ასევე კარიერული წინსვლის პერსპექტივები. ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამშრომლებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ დაწინაურებასა და წარმატებაში.
- 3 წლიანი ისტორიის მანძილზე რამდენი სტუმარი მიიღო სასტუმრომ და რომელი ბაზრები აქტიურობდნენ?
- 3 წელიწადში ჩვენ ვუმასპინძლეთ 200 000-ზე მეტ სტუმარს და გვსურს თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადოთ!
ბაზრები გახსნის დღიდან დღემდე საკმაოდ შეიცვალა. პირველი წლის განმავლობაში აქტიურად გვსტუმრობდნენ მეზობელი ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი.
2024-2025 წლებში, ბაზარზე ვხედავთ ტურისტების პროფილის ცვლას. მიმდინარე პერიოდში აქტიურად გვსტუმრობენ გალფის ქვეყნებიდან, ჩინეთი, კორეა, ინდოეთი და რა თქმა უნდა მეზობელი ქვეყნები.
- როგორ აფასებთ ზაფხულის ტურისტულ სეზონს, რა გათვლები და მოლოდინები გაქვთ ამ სეზონისთვის?
- მიმდინარე წელს მეორე და მესამე კვარტალი გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ინტერესით ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, განსაკუთრებულად გააქტიურებულია ჯგუფური ტურები. იმედს ვიტოვებთ, რომ წლის მეორე ნახევარიც მსგავსი მაღალი დატვირთულობით გაგრძელდება.
- რატომ უნდა მიანიჭოს თბილისის სტუმრებმა უპირატესობა Pullman Tbilisi Axis Towers-ს, რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?
- მდებარეობა და კომპლექსი - სასტუმრო მდებარეობს ვაკეში Axis Towers-ში, სადაც ყველაფერია გაერთიანებული სტუმრის კომფორტისთვის. Pullman-ის გარდა, აქ სტუმრებს დახვდებათ Axis-ის ველნეს ცენტრი, ფალესტრას ქუჩა რესტორნებითა და ბარებით, შოპინგ ცენტრი.
ხარისხი - საერთაშორისო დონის ხარისხი და თითოეულ სტუმარზე მორგებული სტუმარმასპინძლობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
საქმე და დასვენება - იდეალური შერწყმაა საქმიანი ტურიზმისა და დასვენების. 2000 მ2 გაშლილი საკონფერენციო სივრცეები და ქალაქში ყველაზე მაღალი სქაი ბარი და ფრანგული რესტორანი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.