მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

პარიზიდან ლიონამდე: აღმოაჩინე საფრანგეთი Wizz Air-თან ერთად

news image

 

ტურისტებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყანაში, საფრანგეთში, მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, პარიზის რომანტიკულ ქუჩებში სეირნობაზე ოცნებობთ თუ ლიონის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაზე, საფრანგეთის ჯადოსნურ გამოცდილება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება  - Wizz Air უკვე საფრანგეთის ორ ქალაქში სთავაზობს ქართველ მოგზაურებს პირდაპირ და ხელმისაწვდომ ფრენებს.

 დაიწყე შენი თავგადასავალი პარიზში

პარიზს, სინათლის ქალაქს, შესავალი ნამდვილად არ სჭირდება. ეიფელის საკულტო კოშკიდან დაწყებული, ლუვრის მუზეუმის საგანძურის გავლით, მონმარტრის მხატვრული ატმოსფეროთი დასრულებული, ქალაქის ყველა კუთხე გთავაზობთ რაღაც განსაკუთრებულს, რაღაც განუმეორებელს. ისიამოვნეთ კრუიზით მდინარე სენაზე, მიირთვით ფრანგული კრუასანები და დატკბით ელისეს მინდვრების ელეგანტურობით  - აიხდინეთ ბავშვობის ოცნება და იმოგზაურეთ სიყვარულის ქალაქში.

აღმოაჩინე საფრანგეთის კიდევ ერთი მშვენება - ლიონი

საფრანგეთის ნამდვილი ძვირფასი ქვა, ლიონი, გასტრონომიის, ისტორიისა და ძლიერი ენერგიის ქალაქია. როგორც კულინარიული დედაქალაქი, ლიონი ცნობილია მსოფლიო დონის რესტორნებით და ცნობილი ბუშონებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ავთენტური ფრანგული სამზარეულო.

Bouchons Lyonnais არის ტრადიციული, საოჯახო რესტორნები ლიონში, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ლიონურ სამზარეულოს. ეს პატარა, მყუდრო სასადილოები ქმნიან თბილ და რუსტიკულ ატმოსფეროს, სადაც ადგილობრივებსა თუ მოგზაურებს შეუძლიათ მიირთვან გულით მომზადებული კერძები, რომლებიც ასახავენ რეგიონის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობას.

გაისეირნეთ Vieux Lyon-ის თვალწარმტაც ქუჩებში, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ძველ ქალაქში, რომელიც სავსეა განსაცვიფრებელი რენესანსული არქიტექტურით; დაათვალიერეთ ძველი რომაული ამფითეატრი - ლიონ-ფურვიერის გალო-რომაული მუზეუმი; მოინახულეთ ლიონის ღვთისმშობლის ტაძარი - ნოტრ-დამ დე ფურვიერის საკულტო ბაზილიკა, რომელიც ცნობილია თავისი  უნიკალური არქიტექტურითა და პანორამული ხედებით ქალაქზე; ეწვიეთ ტეროს სასახლესს, ნეოკლასიკურ მოედანს, ქალაქის მერიასა და ბართჰოლდის შადრევანს. ერთი სიტყვით, ჩაიძირეთ ლიონის კულტურულ თავგადასავალში და შეიყვარეთ ეს ფრანგული ქალაქი.

დაგეგმე შენი ფრანგული არდადეგები Wizz Air-თან ერთად

საფრანგეთში მოგზაურობა არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი. უკვე რამდენიმე წელია, რაც Wizz Air, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით დაფრინავს და ეს რეისი ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 2025 წლის 3 ივნისიდან კი, საფრანგეთის მიმართულებებს ლიონიც დაემატება. თუ ეძებთ საუკეთესო ადგილს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, ისტორიას, გასტრონომიას და ბუნების მშვენიერებას, მაშინ საფრანგეთი უნდა აირჩიოთ. გარდა ამისა, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს სტუმრობის დამატებითი მიზეზიც აქვთ - ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც ლიონის ოლიმპიკში თამაშობს, და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ამაყად წარმოადგენენ საქართველოს ლიგა 1-ში.

დაჯავშნე ბილეთი დღესვე და დაგეგმე დაუვიწყარი ფრანგული თავგადასავალი!

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა