მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ოჯახური სასტუმრო რაჭის მყინვარების ხედით - „ჭიორა ინ“-ში აგვისტოსთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია

news image

სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა  შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.


„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს. 


„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო  შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები,  არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.


„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.

სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.


„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.

„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.


მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის. 


რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ. 

„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და  შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

05.12.2025.12:25

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. ამჯერად, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს ვიზიტორები პოლონეთსა და უზბეკეთში ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ. გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან და რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ. გამოფენების ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აჭარაში მედიატურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

„მიმდინარე წელს, ჩვენი რეგიონი და ქვეყანა 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გვქონდა წარმოდგენილი, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების მიმართულებით. ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებზე გავუწიეთ აჭარას პოპულარიზაცია, როგორიცაა ბერლინის, ლონდონის, ბარსელონას, ნიუ-იორკის, მადრიდის, დუბაის, ფრანქფურტის გამოფენები. გარდა ამისა, რეგიონში ვუმასპინძლეთ 350-მდე ინფლუენსერს, კონტენტ-კრეატორს, ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელს სხვადასხვა ქვეყნიდან,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა