მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

„მზისკარი“ და „ღვინის გზა“ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტები ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის

news image

ტურისტული პროდუქტების, გასტრო და ღვინის ტურიზმის განვითარების  მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს პროექტებს „მზისკარი“ და „ღვინის გზა“. 

„მზისკარის“ პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით,  2024 წელს 15 მასპინძელი ჩაერთო, ხოლო წელს 5 დაემატა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პლატფორმა mziskari.ge-ის საშუალებით,  პროექტის მონაწილეებს ეხმარება წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია. მონაწილეებისთვის იმართება ტრენინგები, ხორციელდება  ობიექტის მაიდენტიფიცირებელი მანიშნებლების დამზადება და გადაცემა —„მზისკარის“ თითოეულ  მასპინძელს გადაეცემა ბრენდირებული მანიშნებელი, რომელიც ზრდის ობიექტის მიკვლევადობას. 

„მზის კარის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას, კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას. ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით გრძელდება პროექტი „ღვინის გზა“, რომელიც საოჯახო მარნებს, ჯამში 428 ობიექტს აერთიანებს. 

წელს პროექტში 14 ახალი მარანი ჩაერთო: შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

20.02.2026.09:49

„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა