მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

My Georgian Village, რომელიც ჯგუფურ ტურებზეა ფოკუსირებული, სერვისების გაფართოებას გეგმავს

news image

საგარეჯოში მდებარე ტურისტული ობიექტი My Georgian Village ახალი სერვისების დამატებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში My Georgian Village-ის მფლობელმა, გენადი ამაზარიანმა განაცხადა, განიხილება სპა-სერვისის დამატება, რათა ობიექტმა წლის ოთხივე სეზონზე შეძლოს ტურისტების აქტიურად მიღება.

My Georgian Village-ის მფლობელი ბრიტანეთში მცხოვრები გენადი ამაზარიანია, რომელმაც საკუთარ რეგიონში ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და კახეთის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.

„My Georgian Village ბაზარზე უკვე მესამე წელია ოპერირებს. კახეთში გვაქვს პატარა ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც აერთიანებს 5 ვილას. თითოეული ვილა მოიცავს ორ საძინებელ და ერთ მოსასვენებელ ოთახს. ტურისტულ ობიექტს ერთდროულად 30-მდე სტუმრის მიღება შეუძლია“, – აცხადებს გენადი ამაზარიანი.

My Georgian Village სტუმრებს მხოლოდ განთავსებას არ სთავაზობს, მათთვის ხელმისაწვდომია აუზი, გასტრონომიული სერვისები და სხვადასხვა სახის მასტერკლასები.

„ჩვენი ძირითადი ნიშა არის ოჯახების, მეგობრული ჯგუფების და კორპორატიული კლიენტების მასპინძლობა. ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ მხოლოდ სასტუმრო არ ვართ, გვაქვს სხვადასხვა სივრცეები: ტერასა, აუზი, გარე რესტორანი ეზოში, შიდა რესტორანი სარდაფში (ე.წ „ბიბლიოთეკა“), სპეციალური ადგილი მწვადისთვის, თონე და ა.შ“, - აცხადებს ამაზარიანი.

My Georgian Village-ის სტუმართა დიდი ნაწილი უცხოელები არიან. ისინი ძირითადად დასავლეთ ევროპიდან ჩამოდიან: ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და, განსაკუთრებით ბოლო დროს, ნიდერლანდებიდან, რაც გენადი ამაზარიანის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შედეგია. ობიექტი ასევე მასპინძლობს ტურისტულ ჯგუფებს სინგაპურიდან.

ადგილობრივი სეგმენტიდან განსაკუთრებული აქტივობა კორპორატიულ კლიენტებზე მოდის. სხვადასხვა მსხვილი კომპანიები ლოკაციაზე სხვადასხვა ივენთებს ატარებენ.


„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ჩვენი ექსკლუზიურობა. აქ იქმნება ღია და მეგობრული ატმოსფერო, რაც სტუმრების განწყობაზე დადებითად აისახება. გეტყვით, რომ ჩვენთან უკვე რამდენიმე ბანკმა ჩაატარა კორპორატიული ღონისძიებები, ხოლო სხვადასხვა მსხვილი კომპანია რეგულარულად გვსტუმრობს“, - ამბობს ობიექტის მფლობელი. 

ტურისტულ ობიექტზე ფუნქციონირებს მცირე მეღვინეობაც.

„ვაწარმოებთ მხოლოდ პრემიუმ ღვინოებს, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ. მეღვინეობას სერიოზულად ვუდგებით, და ის რაოდენობა, რასაც ვაწარმოებთ, ძირითადად ჩვენი სტუმრებისთვისაა გათვლილი“, - ამბობს  გენადი ამაზარიანი.

ტურისტული ობიექტის მფლობელის თქმით, შემოდგომის სეზონი კახეთში დასვენებისთვის განსაკუთრებით პოპულარულია, რაც My Georgian Village-ზეც აისახება.

„შემოდგომისთვის აქტიურად შემოდის ჯავშნები. ვყიდით პაკეტებს სხვადასხვა შეთავაზებებით. მოთხოვნა მოდის ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან. საფრანგეთიდან და იტალიიდან ნაკლებად - იქ საკუთარი მეღვინეობა აქვთ და ამით ვერ გააკვირვებ“, – ამბობს ამაზარიანი.

My Georgian Village სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტურისტულ პროგრამებს.

„ძირითადად კახეთზე ვართ ფოკუსირებული. სტუმრებს ვთავაზობთ 3, 5 და 7 -დღიან ტურებს“, - აღნიშნავენ My Georgian Village-ში.

უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, ობიექტი აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ სააგენტოებთან.

„ჩვენს ობიექტზე ნამყოფი სტუმრები ხშირად აცნობენ საკუთარ მეგობრებს და ახლობლებს ჩვენ შესახებ. სწორედ ამ რეკომენდაციებით შემოდის მრავალი ახალი ჯავშანი“, - აცხადებენ განთავსების ობიექტში

My Georgian Village მომავალში გაფართოებასაც გეგმავს.

„გეგმაშია სპა-სერვისის დამატება, რათა ზამთარშიც აქტიურად მივიღოთ სტუმრები და ობიექტმა წლის ოთხივე სეზონზე იმუშაოს. თბილისთან სიახლოვე და ახალი გზის გახსნის შემდეგ ჩვენთან მოსვლა გაცილებით მარტივი გახდა. ხშირად, საგარეჯოში ჩასვლა უფრო მალე ხდება, ვიდრე თბილისში ერთი უბნიდან მეორეში გადასვლა“, – აცხადებს My Georgian Village-ს მეპატრონე.

მისივე თქმით, ბრიტანეთში საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირდაპირი ფრენები ამოქმედდა.

„ძალიან მოსწონთ საქართველო - განსხვავებული კულტურა, სამზარეულო, ღვინო, სტუმართმოყვარეობა. პირდაპირი ფრენების შემდეგ ტურისტების ნაკადი აშკარად გაიზარდა.

დავიბადე და გავიზარდე საგარეჯოში. 90-იან წლებში წავედი ქვეყნიდან. შემდეგ დაიწყო საქართველოს აღორძინება და განვითარდა ტურიზმი. გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში, რათა საქართველოს ახალგაზრდებს არ მოუწიოთ ემიგრაციაში წასვლა. საჭიროა, რომ საგარეჯოში იყოს ღირსეული სამუშაო პირობები. რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება და იმუშავებს აქ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნავს  გენადი ამაზარიანი.

 My Georgian Village-ს მეპატრონე მომავალი წლიდან საქართველოში ბრიტანეთის რაგბის ახალგაზრდული გუნდების ჩამოყვანის პროექტის დაწყებასაც აანონსებს. 

„მომავალი წლიდან ვიწყებთ ახალ პროექტს, რათა რაგბის ახალგაზრდული გუნდები ჩამოვიყვანოთ და გავაცნოთ საქართველო“, - ამბობს  My Georgian Village-ს მეპატრონე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა

31.12.2025.17:48

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა. 

ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს   საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”,  “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.

საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს  მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს  პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა