მთავრობის დადგენილებაში ნათლად არის ასახული და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წაიკითხოს, რომ პირიქით, მკაცრდება სავიზო რეგულაციები გარკვეული ქვეყნებისთვის, საიდანაც არალეგალური მიგრაციის მომატებული რისკია - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკა საემიგრაციო კუთხით, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან რაც გულისხმობს არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დადგენილება არსებულ რეგულაციებს ამკაცრებს და შესაბამისად, დადგენილება მიმართულია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის ზრდის წინააღმდეგ. ქვრივიშვილის განცხადებითვე, მთავრობის აღნიშნულ დადგენილებასთან მიმართებით, მორგი ჯერზე ვიხილეთ დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს, სავიზო პოლიტიკა გამარტივდა.
„სწორედ აღნიშნული პოლიტიკის საფუძველზე იზრდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია მდგრადად და სტაბილურად, ჩვენ ასევე ვიხილეთ ტურიზმის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა, რომელიც ასევე ცხადყოფს, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოდის საკმაოდ დივერსიფიცირებულად და ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნებიდან. მეორეს მხრივ, შსს მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოში არ მოხდეს არალეგალური მიგრაციის ზრდა და პირიქით, მოხდეს ამის პრევენცია.
სწორედ ეს არის აღნიშნული მთავრობის დადგენილება, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომელიც ზუსტად რომ ემსახურება არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას და გამკაცრებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მორიგ ჯერზე ასევე ვიხილეთ დეზინფორმაცია და ჩვენი საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა, პირიქით, მოხდა სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება.
უფრო მეტად რომ განვმარტოთ, აღნიშნული მთავრობის დადგენილება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამკაცრებს არსებულ დადგენილებას, რომლითაც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოდიოდნენ უვიზოდ, თუ ჰქონდათ ვალიდური ბინადრობის უფლება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ამ დადგენილებაში ხვდებოდნენ მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც უკვე აღნიშნულია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, მათ შორის, ინდოეთი, ფილიპინები და სხვა ქვეყნები. მთავრობის დადგენილებაში ნათლად არის ასახული, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წაიკითხოს, გარკვევით წერია, რომ პირიქით, იზღუდება და მკაცრდება სავიზო რეგულაციები გარკვეული ქვეყნებისთვის, საიდანაც უკვე არალეგალური მიგრაციის მომატებული რისკია. სწორედ ამ დადგენილებამ შეზღუდა ზემოაღნიშნული ქვეყნების უვიზოდ ქვეყანაში შემოსვლა, თუკი მათ მინიმუმ ერთ წელზე მეტი არ აქვთ [სპარსეთის] ყურის ქვეყნების ბინადრობის უფლება. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება მხოლოდ და მხოლოდ ამკაცრებს იმ სავიზო პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.