მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. 

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ. „ქუთაისის აეროპორტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ინტერესია, მეტმა ავიაკომპანიამ მეტი მიმართულებით და სიხშირით შეასრულოს ფრენა ამ აეროპორტიდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ქუთაისსა და იმერეთის მხარეში,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარე გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი. 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. მისი თქმით, ტრადიციულად მზარდია ორ ქვეყანას შორის როგორც ტურისტული ნაკადების დინამიკა, ისე ფრენების სიხშირეთა რაოდენობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის ამჟამად რეგულარულ სამგზავრო ფრენებს, ჯამში, 4 ავიაკომპანია კვირაში საშუალოდ 76 სიხშირით ასრულებს. მისი თქმით, 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ისრაელში ფრენების სიხშირე გაორმაგდა და კვირაში 70 სიხშირე შეადგინა. 

რაც შეეხება ისრაელიდან ტურისტულ ნაკადებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2024 წელს ის წინა წელთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა და 72.9 პროცენტით გაიზარდა, შედეგად, ე.წ. Top 15 ქვეყანას შორის ისრაელი მეოთხე ადგილზეა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

05.12.2025.12:25

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. ამჯერად, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს ვიზიტორები პოლონეთსა და უზბეკეთში ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ. გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან და რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ. გამოფენების ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აჭარაში მედიატურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

„მიმდინარე წელს, ჩვენი რეგიონი და ქვეყანა 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გვქონდა წარმოდგენილი, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების მიმართულებით. ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებზე გავუწიეთ აჭარას პოპულარიზაცია, როგორიცაა ბერლინის, ლონდონის, ბარსელონას, ნიუ-იორკის, მადრიდის, დუბაის, ფრანქფურტის გამოფენები. გარდა ამისა, რეგიონში ვუმასპინძლეთ 350-მდე ინფლუენსერს, კონტენტ-კრეატორს, ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელს სხვადასხვა ქვეყნიდან,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა