მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. 

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ. „ქუთაისის აეროპორტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ინტერესია, მეტმა ავიაკომპანიამ მეტი მიმართულებით და სიხშირით შეასრულოს ფრენა ამ აეროპორტიდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ქუთაისსა და იმერეთის მხარეში,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარე გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი. 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. მისი თქმით, ტრადიციულად მზარდია ორ ქვეყანას შორის როგორც ტურისტული ნაკადების დინამიკა, ისე ფრენების სიხშირეთა რაოდენობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის ამჟამად რეგულარულ სამგზავრო ფრენებს, ჯამში, 4 ავიაკომპანია კვირაში საშუალოდ 76 სიხშირით ასრულებს. მისი თქმით, 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ისრაელში ფრენების სიხშირე გაორმაგდა და კვირაში 70 სიხშირე შეადგინა. 

რაც შეეხება ისრაელიდან ტურისტულ ნაკადებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2024 წელს ის წინა წელთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა და 72.9 პროცენტით გაიზარდა, შედეგად, ე.წ. Top 15 ქვეყანას შორის ისრაელი მეოთხე ადგილზეა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

21.05.2025.16:43

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში უწყების მენეჯმენტი ბათუმში მასშტაბური ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების მიზნით შეხვედრებს მართავს მსხვილ კომპანიებთან.
გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან, სასტუმროებთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი.
 
ფრანქფურტის ტურისტული გამოფენა „IMEX 2025“ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმის კუთხით უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას MICE ტურიზმით დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღებულობენ. წელს, გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა