მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარვადგინეთ - მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარვადგინეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, სახელმწიფოსთან ერთად, გამოფენაზე საქართველოდან 20-მდე კერძო კომპანია მონაწილეობს და შეხვედრებს მართავს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ITB Berlin-ის გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
ITB Berlin-ის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს უცხოელ კოლეგებთან.
გამოფენაში შემდეგი ქართული კომპანიები მონაწილეობენ: ჯინო სისაიდ თბილისი, თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი უინდჰემ, პრომეთეა ვოიაჟი, ომნესტური, სილქ ჰოსფითალითი, სასტუმრო ბილტმორ თბილისი, ლივინგ რუთსი, ვაიმე თრეველი ჯორჯია, კავკაზუს თრველი, ვიზიტ ჯორჯია, სასტუმრო ორბი სითი, ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი, გეორგიკა თრეველი, ჯორჯია ინსაითი, ჯორჯიან კაპიტალი, ჯორჯიან ინსაიდერი, ჯორჯიან თრეველ გრუპი, ეგზოტური და მით ინ ჯორჯია.
საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.
წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.