მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებზე - მაია ომიაძე

news image

ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით, შანხაის საერთაშორისო გამოფენაში განსაკურებული სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარობას და მოგზაურთა ნაკადების გაზრდას სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან.

ITB China-სთან პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს ITB China გამოფენასთან, რომლის საფუძველზეც წელს, საქართველო, შანხაიში, ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებზე. როგორც იცით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, შარშანაც ვმონაწილეობდით ამ ღონისძიებაში და ძალიან წარმატებული იყო კერძო სექტორისთვის, ეს ყველაფერი დადებითად აისახა სტატისტიკაზე. ჩვენ წელს გვაქვს კამპანიები ჩინეთში, შარშანაც გავმართეთ და ძალიან წარმატებულად ჩავატარეთ. რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ვიყავით ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა და ვიმედოვნებთ ITB China შანხაიშიც არანაკლებ წარმატებული იქნება ჩვენი მონაწილეობა“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. 

ხელმოწერის ცერემონიას ITB China-სა და Messe Berlin-ის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოს ეწვივნენ Messe Berlin-ის დირექტორი დევიდ აქიოტისი და ITB China-ს დირექტორი ლიდია ლი.

“მოხარულები ვართ საქართველოში სტუმრობით. ITB China ჩინეთში ყველაზე დიდი B2B და ექსკლუზიური სავაჭრო გამოფენაა. ამიტომ ეს პარტნიორობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩინეთიდან საქართველოში უკვე ბევრი მოგზაურობს. მაგრამ გვჯერა, რომ ამ ნაკადის გაზრდის გაცილებით დიდი პოტენციალი არსებობს და სწორედ ეს პარტნიორობა დაეხმარება ამ პოტენციალის შემდგომ გამოვლენას და ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურთა რაოდენობის ზრდას“,-ამბობს Messe Berlin-ის დირექტორი დევიდ აქიოტისი.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფებით დავაცხადებთ, საქართველო ITB China 2026-ის პარტნიორი ქვეყანაა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უფრო მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოვიყვანთ საქართველოში, კულტურული გამოცდილების მისაღებად და თქვენი ქვეყნის ლამაზი პეიზაჟების დასათვალიერებლად“,-განაცხადა ITB China-ს დირექტორმა ლიდია ლიმ.

გამოფენა ITB CHINA 2026 შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებ გვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

გასულ წელს, ITB CHINA 2025 გამოფენას ჯამში 21,000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი ბაიერი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75,000-ზე მეტ ბიზნესთან და 1,400-ზე მეტ მედიის წარმომადგენელთან უზრუნველყოფდა წვდომას. წელს გამოფენის ორგანიზატორები მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა