მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარება ძალიან დიდი მოვლენაა - ზურაბ პოლოლიკაშვილი

news image

 „ტურიზმი და მშვიდობა“-საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღონისძიება პირველად იმართება. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღეს ყოველ 27 სექტემბერს ვზეიმობთ. ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება წელს  საქართველოში ტარდება. ყოველწლიურად ეს ღონისძიება სხვადასხვა რეგიონში ტარდება, წელს ევროპის ჯერი იყო, აქედან გამომდინარე, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო საქართველოში.  რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა, აქ არის 40 ქვეყნის წარმომადგენელი, მინისტრები, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებას. როგორც წესი, არ ხდებოდა ასეთი პომპეზური აღნიშვნა ამ ღონისძიების და ძალან მოხარული ვარ, რომ სტუმრები ჩამობრძანდნენ და გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. ძალიან ბევრი საინტერესო  სტუმარი გვყავს კერძო სექტორიდან და ვფიქრობ, ეს დღეები ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი დაინტერესება იყოს საქართველოს და ქართული ტურიზმის მიმართ. ბევრი პრესის წარმომადგენელია, ვფიქრობ, საერთაშორისო გაშუქება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში“,-აცხადებს ზურამ პოლოლიკაშვილი.

როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს  ტურიზმის დღის თემატიკა გენერალურმა ასამბლეამ შეარჩია.

„საერთოდ თემა ყოველწლიურად მტკიცდება გენერალური ასამბლეის მიერ. წელს შერჩეული იყო „ტურიზმი და მშვიდობა“ და  ვფიქრობ,  ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს ეს თემა.  ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ხვალინდელი დღის იქნება, მშვიდობა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი რეგიონისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ტურიზმისთვის. ტურიზმი და მშვიდობა განუყოფელი ნაწილია და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი აქ ხდება,-განაცხადა ზურაბ პოლიკაშვილმა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები  და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში 27 სექტემბერს გაიმართება სადისკუსიო განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს  ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი

06.03.2026.16:01

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.

გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.

ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა

ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.

„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.

მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.

„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.

ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.

საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა