მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მშვიდობამ და სტაბილურობამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა განვითარების, ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა - მარიამ ქვრივიშვილი

news image

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თემატური პანელი სახელწოდებით - „ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, მან მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში ტურიზმის როლთან დაკავშირებით შეკითხვაზე გასცა პასუხი.

„საქართველოში თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით თავისუფლების და მშვიდობის ფასი - შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო 12 წელიწადში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარება, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა და ამავე დროს, არსებულმა სტაბილურობამ მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა განვითარების, ზრდის, ახალი ინდუსტრიების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმარი თავს ისე გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში.

„ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იწყება მშვიდობითა და სტაბილურობით, დანარჩენი ყველაფერი სწორედ ამას ეფუძნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფლები. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაინახეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ჩვენი ძირძველი ქალაქი. თქვენ ხედავთ, რომ ქრისტიანული ეკლესიის გვერდზე დგას სინაგოგა და იქვე მეჩეთია. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი სურათი იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო წლების განმავლობაში. ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანებს, შესაბამისად, საქართველო არის სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები მსჯელობენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი

06.03.2026.16:01

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.

გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.

ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა

ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.

„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.

მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.

„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.

ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.

საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა