მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი - პაატა კოკაია
საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ტურისტული: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია.
„მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი. სიტუაცია რთულია, ჩვენი ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა, მეზობელი ქვეყნებში ომია. შეხვედრაზე ჩვენი გულის ტკივილი გავუზიარეთ. ერთ-ერთი წინადადება, ჩვენ დავაყენეთ ის, რომ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 100 ლარად ვყიდით ნომერს, მაშინ როცა სქიპასი 100 ლარი ღირს. ჯერ კიდევ ორი კვირაა სეზონის დასრულებამდე. სეზონი გადასარევია, სასრიალო თოვლია“,-აცხადებს პაატა კოკაია.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება
09.04.2026.17:10