მქონდა პატივი, რომ Air Serbia-ს ხომალდზე ერთ-ერთი პირველი მგზავრი ვყოფილიყავი თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით - ლევან მოსეშვილი
სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, Air Serbia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადი მიმართულებით, 130 მგზავრით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. სერბეთიდან კი თბილისის მიმართულებით 124 მგზავრი ჩამოიყვანა. ავიაკომპანიის პირველ მგზავრებს შორის, თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი იყო.
,,მოხარულები ვართ, რომ სერბეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Air Serbia-მ საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი დაუკავშირდა საქართველოს დედაქალაქს. Air Serbia ბელგრადსა და თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
იმედი გვაქვს, რომ სრულიად ახალი მიმართულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაში. მქონდა პატივი, რომ Air Serbia-ს ხომალდზე ერთ-ერთი პირველი მგზავრი ვყოფილიყავი თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Air Serbia-ს შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში მიღება გაიმართა. პირველი რეისის მგზავრებს შორის სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც ბორტთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ, ასევე ავიაციის სექტორის წარმომადგენლები დახვდნენ.
Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეადგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.19:02
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia - ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე. „მოველით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა.